8/19/2013

მიგელ დე უნამუნო - "აბელ სანჩესი"

მიგელ დე უნამუნო ესპანელი ესეისტი, ნოველისტი, დრამატურგი და ფილოსოფოსია. ახალგაზრდობაში იგი სასულიერო ცხოვრებას აპირებდა მანამ სანამ, მადრიდის უნივერსიტეტში არ ჩაირიცხა ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სადაც უკვე მისი რწმენა რაციონალიზმმა შეარყია, სწორედ ამის შემდგომ პერიოდშია დაწერილი უნამუნოს ყველა ნაშრომი და მათ უმეტესობაში აშკარად იგრძნობა "ამბოხი ღმერთის წინააღმდეგ."

უნამუნოს თანამედროვეები ხშირად უწოდებდნენ სულიერი სიმშვიდის დამრღვევს და შემიძლია ვთქვა რომ ეს მართაც ასე იყო. მისთვის არ არსებობდა დოგმები და კანონები, ალბათ სწორედ ამის ხარჯზე შეიტანა უდიდესი წვლილი იმდროინდელი სამყაროს აზროვნების ჩამოყალიბებაში. არაერთხელ აუკრძალეს ლექციების კითხვა და გარდა ამისა აიკრძალა მისი რამდენიმე ნაწარმოებიც. „აბელ სანჩესი“ უნამუნოს შემოქმედების ერთ-ერთ საინტერესო ნაწილია, მართალია მისი გავრცელება ან წაკითხვა აკრძალული არასოდეს ყოფილა თუმცა ვფიქრობ საკმაოდ ეპატაჟური იქნებოდა იმდროინდელი ესპანეთისთვის.

უნამუნოს ერთ ფრაზა არასოდეს მავიწყდება:

„რელიგიის მიზანი არ არის ამ ქვეყნაად პოლიტიკური და ეკონომიკური დავის გადაწყვეტა, ეს ღმერთმა ადამაინს მიანდო“

ვერაფერს ვიტყვი სხვა ქვეყნებზე თუმცა საქართველოს მაგალითზე როცა ვფიქრდები აშკარაა, რომ მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე მწერლის სიტყვები აქტუალურობას დღემდე არ კარგავს და იგი ამ დრომდე არ გაუთავისებია ადამიანთა საკმაოდ დიდ ჯგუფს.

ზოგადად მიყვარს როდესაც მწერალი რელიგიურ პრობლემატიკას ეხმიანება და პერსონაჟებს ათქმევინებს ხოლმე თავის აზრს, სწორედ ასეთია უნამუნოს "აბელ სანჩესიც"

ნაწარმოები ზოგადად ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მეგობარის აბელისა და ხოაკინის ცხოვრებს ეხება. ნაწარმოებს ძალიან ხშირად ბიბლიური ლეგენდის ახლებურ ინტერპრეტაციასაც უწოდებენ და რა თქმა უნდა აბელი და ხოაკინი, კაენის და აბელის პროტოტიპებად მოიაზრებიან.  სამწუხაროდ უნამუნოს სიცოცხლის განმავლობაში, პირდაპირ არასდროს უთქვამს რომ ნაწარმოებს ბიბლიური სიუჟეტი უდევს საფუძვლად, ეს მხოლოდ შემდგომში ჩემი მსგავსი მკითხველების ვარაუდია, რომელმაც უბრალოდ პოპულარობა მოიპოვა საზოგადოების ფართო წრეებში. იქნებ ამ ორი სიუჟეტის ეს მსგავსება მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი გმირის სახელის დამთხვევით ამოიწურა? ან იქნებ საერთოდაც ზემოთხსენებული ჰიპოთეზა სიმართლეს შეესაბამება?!
კაენი და აბელი ბიბლიური ლიტერატურიდან ყველაზე დასამახსოვრებელი ძმები არიან. ერთ-ერთის სახელის წარმოთმაც საკმარისია იმისთვის, რომ მეორე გაგახსენდეს.  ასევე იყო აბელ სანჩესისა და ხოაკინ მონეგროს ისტორიაც, ძმები არ იყვნენ თუმცა მათი ცხოვრება და ზოგადად ისინი აშკარად მჭირდო კავშირში არიან ერთმანეთთან, ცხოვრების რაღაც პერიოდებში შორდებოდნენ ერთმანეთს თუმცა საბოლოო ჯამში მაინც რაღაცით კავშირშია მათი ყოველდღიურობაც კი.

სკოლის დამთავრების შემდეგ აბელ სანჩესი მხატვარი ხდება, ხოაკინი კი ექიმი. აბელი ზოგადად ხატვით უფრო ახლოსაა ზოგადად სულერებასთან და ადამაინის შინაგან სამყაროსთან ხოაკინი კი პირიქით ყველაფერ მატერიალურს და მიწიერს უკავშირდება. ამი შესაბამისად, ხოაკინი ახერხებს და ცხოვრებას უხანგრძლივებს პაციენტებს აბელი კი უკვდავებას ანიჭებს ადამიანებს რომლებსაც ხატავს. ზგოადად ამ ორი პერსონაჟის პროფესიის არჩევა ნაწარმოებში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად მიმაჩნია. კაენის და აბელის სიუჟეტთანაც ვფიქრობ ეს ყველაზე მჭიდროდ დამაკავშირებელი მომენტია. სწორედ ბიბლიური აბელის მსგავსად არის ორიენტირებული აბელ სანჩესი სულიერებაზე კაენი კი ერთი უბრალო მიწათმოქმედია, მთელი მისი ცხოვრება მჭირდო კავშირშია მიწასთან და ყველაფერ მატერიალურთან, ზოგადადაც ცდილობს ამ ქვეყანაზე სახელი მოიხვეჭოს, ზუსტად ისე როგორც ექიმი ხოაკინ მონეგრო.

ზემოთხსენებულ სიცოცხლის განახგრძლივებასა და უკვდავების მინიჭებაზე როდესაც ვფიქრდები მაშინაც კი ყოველთვსი კაენი და აბელი მახსენდება:

"გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი დარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არა მოჰხედა" (დაბ. 4:3-4)

ერთი შეხედვით, ეს ციტატა დაბადებიდან არაფერშუაშია უნამუნოს პერსონაჟებთან თუმცა მე საკმაოდ მჭირდო კავშირს ვხედავ. მთელი ნაწარმოების განმავლობაში მიდის იმ ფაქტზე ხაზგასმა რომ ყოველთვის უფრო მეტი სიბეჯითით, ნიჭით, მონდომებით ხოაკინი გამოირჩეოდა, საბოლოო ჯამში კი აბელი იყო უფრო დაფასებული.

პროფესიებთან მიმართებაშიც აბსოლიტურად იგივეა, იდეის დონეზე ექიმი, როგორც ასეთი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ვიდრე მხატვარი თუმცა დაფასება მეტწილად მხატვრებს აქვთ. ჩემს გონებაში რომ გადავხედო უამრავ ცნობილ და მათ შორის ჩემ საყვარელი მხატვარს ვიხსენებ, თუმცა არ მახსენდება არცერთ მსოფლიოში ცნობილი ექიმი. ბუნებრივია ისინიც არსებობენ, თუმცა მე მათ შესახებ არასდროს არაფერი მსმენია...

აშკარად არის რაღაც მსგავსება ამ მონაკვეთსა და ბიბლიიდან ღმერთისათვის ძღვენის მიტანის მონაკვეთს შორის. კაენმა ხომ პირველმა მიართვა ძღვენი უფალს და თანაც უფრო დიდი რაოდენობით, თუმცა საბოლოო ჯამში ისიც ისევე აღმოჩნდა ბიბლიური აბელის ფონზე მეორეხარისხოვანი, როგორც ხოაკინი აბელ ანჩესის ფონზე.

დროებით ნაწარმოების ბიბლიური ფაბულა რომ დავიწიყოთ, მინდა აღვნიშნო რომ უნამუნოს „აბელ სანჩესს“ ერთი ჩემთვის საკმაოდ უცნაური მახასიათებელი აქვს. ნაწარმოების დასრულების შემდეგ ცალსახად ვერცერთ პერსონაჟზე ვერ ვიტყვი, რომ მკვეთრად დადებითი ან მკვეთრად უარყოფითი გმირია. წიგნის კითხვის პერიოდში სხვადასხვა გმირები პერიოდულად ჩნდებოდნენ დადებითი კუთხით და რამდენიმე ფურცლის შემდეგ იგივე გმირები უარყოფით მხარეს გვაჩვენებენ.

აი სწორედ აქ იკვეთება ერთ-ერთი და თუ არა ერთადერთი საკმაოდ დიდი განსხვავება კაენისა და აბელის და აბელისა და ხოაკინის წყვილებს შორის.  კაენი მკვეთრად უარყოფითი გმირია ხოაკინისგან განსხვავებით, აბელი კი მკვეთრად დადებითი, რასაც აბელ სანჩესზე ვერავინ იტყვის. თუმცა გვაძლევს კი ეს განსხვავება საფუძველს რომ ნაწარმოების ბიბლიასთან კავშირი უარვყოთ?!

ჩემი აზრით არა. თუმცა მე მაინც უნამუნოს მივბაძავ და ასე დავასრულებ:


თავად განსაჯეთ!

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons