7/22/2013

თბილისის ლუდის ფესტივალი

13-14 ივლისს თბილისში ლუდის ფესტივალი, რომ იყო ეს მთელმა საქართველომ თუ არა, მთელმა თბილისმა ნამდვილად გაიგო. მიუხედავად იმისა რომ ზოგადად ხალხმრავლობა არ მიყვარს ლუდის ფესტივალზე მაინც წავედი, ტრადიციულად ოდნავ დავაგვიანე, თუმცა ბევრს არაფერს გამოვკლებივარ.

დაახლოებით 5 საათზე, ვარდების რევოლუციის მოედანზე მივედი. საკმაოდ ცხელოდა და დარწმუნებული ვიყავი ცხელი თუ არა მინიმუმ თბილი ლუდის დალევა მაინც მომიწევდა. იმედები გამიცრუვდა და მგონი პირველად გამიხარდა ჩემი გაცრუებული იმედების გამო, ცივი ლუდი მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც ადგილზე მრავლად დამხვდნენ, ერთად დავაგემოვნეთ. მზის ჩასვლამდე ბლოგერებისთვის განკუთვნილი მაგიდის ქოლგიდან პრაქტიკულად არ გამოვსულვარ, ვიჯექი და მიხაროდა ამდენ ნაცნობ სახეს ერთად რომ ვხედავდი.

მოსაღამოვებასთან ერთად ხალხი დათვრა, გამხიარულდა და აშკარად უფრო კარგი მუხტი დაატრიალდა. როგორც იტყვიან ხოლმე სიტუაცია გახურდა. დაახლოებით 9 საათზე ბლოგერების კონკურსი გამოცხადდა, რომელიც ეშმაკურად მოიგო რგაშვილის, ადოს ალუკარდის და მარიეს გუნდმა.


შეჯიბრის შემდეგ ბევრი არაფერი მახსოვს როგორც ჩანს, ჩემმა სიფხიზლემ საბოლოოდ მიღალატა ბევრი ლუდის ფონზე :D კვირას, საღამოს მეგობრის სახლში გავიღვიძე და მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამ არ მახსოვდა მაინც კმაყოფილი ვიყავი გასული დღით. ფესტივალის მეორე დღეს საკმაოდ ცოტა დრო გავატარე ვარდების რევოლუციის მოედანზე, მიყოლებით ორი დღე არაფხიზელ მდგომარეობაში უკვე მეტისმეტია ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ზოგადად ალკოჰოლს არ ეტანება.

ვინც თბილისში არ ცხოვრობთ, ან ჩამოსვლა ვერ მოახერხეთ და გინდათ ცივი ლუდი ან თუნდა უბრალოდ ვიქენდზზე მეგობრებთან ერთად დროის გატარება ამის საშუალებას ნატახტარი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაძლევთ.

27-28 ივლისი - გორი
27-28 ივლისი - თელავი
3-4 აგვისსტო - ქუთაისი
10-11 აგვისტო - ზუგდიდი
17-18 აგვისტო - ბათუმი
24-25 აგვისტო - ფოთი

მოკლედ ნატახტარი და ცივი ლუდი ჩვენს გვერდითაა ზაფხულის ბოლომდე, რამდენად კარგად გავერთობით ეს უკვე ჩვენზეა გამოკიდებული...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons