7/12/2013

თბილისის ლუდის ფესტივალი

ზაფხული, როგორც ადამიანების უმეტესობას მეც სხვა სეოზნებზე მეტად მიყვარს, თუმცა არა იმიტომ რომ ცხელა ან მეტი დრო მაქვს დასვენებისთვის, უფრო ზაფხულში დაგეგმილი ივენთები მიზიდავს. სწორედ ერთ-ერთი ასერთი ივენთია თბილისის ლუდის ფესტივალი რომელიც აგერ უკვე მეოთხე წელია ნატახტარის ორგანიზებით ტარდება.

პირველი ლუდის ფესტივალი სამწუხაროდ არც კი მახსოვს, რგოროც ჩანს იმ დროს საერთოდ თბილისში არ ვიყავი თორემ არ გამოვტოვებდი, მეორე და მესამე ფესტივალს დავესწარი ახლა კი მეოთხეს სამზადისში ვარ. წლიდან წლამდე ყველა და ყველაფერი იცვლება, ბუნებრივია გამონაკლისი არც ლუდის ფესტივალია და წელსაც მცირე ოდენობით სიახლეებია ორგანიზებაში.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ე.წ "კუპონებია"
გილოცავთ მეგობრებო ლუდისთვის რიგში დგომა აღარ მოგიწევთ! 
უბრალოდ, მარტივად, ფესტივალზე მოსიარულე პრომო გოგონებისგან შეიძენთ კუპონებს თითოს 1.5 ლარად და შემდეგ ამ კუპონს მარტივად გადაცვლით ლუდში იქვე დახლთან.


სიახლეა ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაშიც, გულწრფელად უნდა ვთქვა რომ ჯგუფი "მგზავრების" მიმართ დიდი სიმპატიით განწყობილი არასდროს ვყოფილვარ და შარშანდელ ლუდის ფესტივალზე მათ გამოჩენასაც არ გავუბედნიერებივარ. სამაგიეროდ წელს მახარებს რომ მექნება ისეთი ბენდების მოსმენის საშალება როგორიცაა მაგალითად ლაუდსფიქერსი, ზურგი, სალიო, სხვანსიხი და ა.შ

ლუდის მოყვარული კი ვარ, თუმცა სხვებისთვის რჩევის მიმცემად არ გამოვდგები რომელი ლუდი სჯობს და რატომ. პირადად ჩემთვის ბევრისგან ავადხსენებული ნატახტარიც კი სასიამოვნო დასალევია. სხვათაშორის რამდენიმე დღის წინ ნატახტარის ქარხანაში სტუმრობისას, რამდენიმე ლუდი დავაგემოვნე ისე რომ არ ვიცოდი რომელი ფირმის ლუდს ვსვამდი. ერთ-ერთი ნომერი ეგრევე გამოვყავი, რომელმაც რბილი სასიამოვნო გემოთ მიიქცია ყურადღება, არც გამკვირვებია რომ ეს ლუდი ნატახტარი აღმოჩნდა...

მოკლედ ყველას გელოდებით 13-14 ივლისს თბილისის ლუდის ფესტივალზე სასტუმრო რედისონის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე პირადად ვაპირებ ძალიან კარგად გავერთ და სხვებსაც იგივეს ვუსურვებ. ქართველი ახალგაზრდები არც ისე განებივრებულები ვართ გასართობი ივენთებით, ამიტომ რაც გვაქვს ის "შევირგოთ"

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons