5/29/2013

საფრანგეთი VS საქართველო

17 მაისს მომხდარ მოვლენებზე არაფრის დაწერას არ ვაპირებ, ვთვლი რომ საკმარისად ითქვა და დაიწერა. ერთადერთი არასაკმარისი დაპატიმრებული ადამიანების რაოდენობაა, ამას მე ვერ შევცვლი.
ჰომოფობები ჰომოფობებად დარჩებიან და აქტივისტები აქტივისტებად მოკლედ ჩემ პოსტს 17 მაისზე არანაირი ფუნქცია არ ექნება, თანაც მე უფრო მეტად ამ დღის შემდეგ განვითარებული მოვლენები მაინტერესებს...

იმ ძალადობის ბევრი "გაპრავება" მოვისმინე, დამონტაჟებული გინებით დაწყებული, ახალნაოპერაციები მამაოთი დამთავრებული, თუმცა ყველაზე მეტად მაინც საფრანგეთის 26 მაისის აქციით "გაპრავებამ" მომხიბლა.

ვინც არ იცით გეტყვით რომ საფრანგეთში 2013 წლის 18 მაისს კანონი ქორწინების თანასწორობის შესახებ ძალაში შევიდა, რომელიც ქორწინებას და შვილის ყოლის უფლებას აძლევს როგორც ჰეტეროსექსუალ ასევე ჰომოსექსუალ წყვილებს. ამ ფაქტმა საფრანგეთის მოქალაქეების ნაწილში პროტესტი გამიწვია და 26 მაისს 150 000 კაციანი აქცია გაიმართა ერთსქესიანი ქორწინების საწინააღმდეგოდ.

ქართველებსაც მეტი რა გვინდა? ელვის სისწრაფით გავრცელდა ქართულ სოცმედია სივრცეში საფრანგეთის აქციის ფოტოები, თანდართული ირონიული კომენტარებით "ბნელი ფრანგები" და ა.შ

ძვირფასო მეგობრებო, მე არ ვიცი თქვენ რა ურთიერთობა გქონდათ სკოლებში მათემატიკასთან თუმცა ის დანამდვილებით ვიცი, რომ პროპორცია მეშვიდე კლასის მათემატიკის წიგნში არის ძალიან კარგად ახსნილი და შეგიძლიათ გადაიმეოროთ(გვ. 174–189)

როცა გადაიმეორებთ, მიხვდებით რამდენად დიდი რიცხვია 66 მილიონიანი საფრანგეთისთვის 150 000 ჰომოფობი და რამდენი ჰომოფობი იქნებოდა 3 მილიონიან საქართველოში "საფრანგეთივით ბნელები" რომ ვიყოთ.

პროპორციის გარდა გამოთვლის ბევრი საშალება არსებობს, ელემენტარული მათემატიკური მოქმედებებით.

მაგალითად:
თუ 66 მილიონიან ქვეყანას ჰყავს 150 ათასი ჰომოფობი ყოველ მილიონზე ვიღებთ 2272 ჰომოფობს. საქართველოში კი სულ რაღაც 6816ს.

ნუ ლადო სადღობელაშვილი და ძმანი მათნი იმასაც ამტკიცებენ, რომ აქციას მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა უბრალოდ თვლის შედეგად მოხდა შეცდომა და 150 ათასი გამოვიდა ჯამში. ცდომილება პლუს მინუს მაქსიმუმ 10 ათას კაციანი მინახავს მაგრამ მილიონიან აქციაზე დათვალო 150 ათასი ადამიანი და შემთხვევით გამოგრჩეს 850 ათასი ცოტა არ იყოს შეუძლებლად მეჩვენება.

საერთოდ ცალკე თემაა ის თუ რამდენად იყო ყველა იქ, საფრანგეთის აქციაზე გამოსული ადამიანი, ისეთივე პოტენციური მკვლელი, როგორებიც ჩვენთან 17 მაისს.
მოგეხსენებათ ქორწინება 100%ით ჰეტერონორმაატიული ინსტიტუციაა და მასში უბრალოდ არ არის გათვალისწინებული ჰომოსექსუაალური ოჯახები, ანუ ჩემი სუბიექტური აზრი თუ გინდათ ერთსქესიან ქორწინებაზე თვითონ ლგბტ თემშიც კი არ არის ერთიანი შეჯერებული პოზიცია. ეგეც რომ არა სად პროტესტი რაღაც ახალის დაკანონების წინააღმდეგ და სად ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორის დღის დარბევა, მარტივად რომ ვთქვა არაადეკვატური შედაარებაა. საბოლოოდ მივიღეთ რა? "ბნელი საფრანგეთი" განათდა და ჩვენთან ისევ ბნელა :)

8 თვიანი პაუზის შემდეგ ცოტა არ იყო გამიგრძელდა ნაწერი. აქ დავასრულებ და ბოლოს გეტყვით, რომ საფრანგეთში 3 მილიონამდე ეთნიკური არაბია, 7  მილიონამდე მუსლიმი და ლადო სადღობელაშვილი. კიდე გიკვირთ საიდან გაჩნდა 150 ათასი ადამიანი აქციაზე? :D


Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons