12/14/2012

ნებისმიერი შენაძენი 1 ლარად!

შოპაჰოლიკი არ ვარ, ზოგადად ტანსაცმლის ყიდვა/შერჩევა ჩემთვის ყველაზე დამღლელი და მოსაწყენი პროცესია, შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო ამ ყველაფერს. თუმცა რაც ბოლო დღეებია Adress-ის მაღაზიათა ქსელში ხდება,  იმ მოვლენებმა შეუძლებელია ადამიანი გულგრილი დატოვოს.
2012 წლის დეკემბერში ეს ქსელი 5 წლის გახდა, ამ ღრსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით წამოიწყეს, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და საკმაოდ აზარტული აქცია მათ შორის რაც საქართველოს ტერიტორიაზე მინახავს. ყოველი მეხუთე მყიდველი საერთო ქსელის მასშტაბით, ნებისმიერ პროდუქციას მიიღებს,- 1 ლარად.


აქცია 12 დეკემბერს დაიწყო და 21 დეკემბრამდე გაგრძელდება. ვინც არ იცით გეტყვით რომ Adress-ის ქსელი აერთიანებს რამდენიმე მაღაზიას თბილისის მასშტაბით. ესენია:
1. Celio - პეკინის 5
2. Etam - პეკინის 5/ჭავჭავაძის 16
3. Tom Tailor - პეკინის 5
4. 1.2.3 - პეკინის 11
5. DPAM - ჭავჭავაძის 12
6. Promod - პეკინის 5
7. Gerry Weber - პეკინის 23

ბოლო ორი დღე,  თითქმის სრულად, მაღაზია "სელიოში" გავატარე. ჩემი ყოველი მცდელობა მეპოვნა რაიმე ლოგიკა გამარჯვებულთა სიაში უშედეგო აღმოჩნდა, შესაბამისად ცოტა დავითრგუნე, იმის გარანტია რომ მეც შევიძენ რაიმეს 1 ლარად არ არსებობს... სამაგიეროდ ბევრი ადამიანის საინტერესო რეაქცია ვნახე მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ. იყვნენ ისეთებიც ვისაც არ სჯეროდა, ზოგმაც მხოლოდ ამ აქციის ფარგლებში შეიძინა პრიდუქცია აზარტის გამო.
განსაკუთრებით ერთი ქალბატონი დამამახსოვრდა რომელმაც Etam–ში შეიძინა თეთრეული 1 ლარად. რამდენიმე წუთში კი იქვე ახლოს მდებარე "სელიოში" შემოვიდა, იღბლიანობის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად.
მოკლედ შეიძლება ითქვას რომ პირველი რამდენიმე დღე ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა მომხმარებლისთვის.

ამ პერიოდში მე ერთ ნაქსოვ ქურთუკსაც დავადგი თვალი და ვაპირებ შეძენას, ბედი უნდა ვცადო ამ აქციაში, იქნებ გამიმართლოს.


ვისაც გაინტერესებთ გამარჯვებულთაა სიის ნახვა დააკლიკეთ აქ
ვისაც გაინტერესებთ აქციის ფარგლებში გადაღებული სურათები დააკლიკეთ აქ
ცოცხალი ემოციის ნახვის მსურველებმა კი ქვემოთ მოცემულ ვიდეოს უყურეთ:

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons