3/21/2012

ნიჭიერი - პირველი გადაცემის მიმოხილვა

დაიწყო ნიჭიერი და კალენდარში ცვლილებების შეტანის დროა ისევე როგორც წინა 2 წელს მოხდა.
ნიჭიერი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი .........
ზოგადად "ნიჭიერს" ჩვევია მაყურებლის შოკში ჩაგდება, შოკს კი ზოგჯერ ზედმეტად კარგი ნომრები იწვევს, ზოგჯერ ზედმეტად ცუდი.
პირველი გადაცემიდან შოკი მე როგორც მაყურებელს, მეორე ნომერმა მომგვარა. მოკლედ რომ ვთქვა ეს იყო ორი ჩვეულებრივი გოგონა არაჩვეულებრივი მოძრაობებით.
ნიჭიერის სცენაზე ბევრი ცეკვა ყოფილა ცუდიც და კარგიც თუმცა ასეთი უცნაური მოძრაობები მე ჯერ არ მინახავს, ნატომ და თინათიმა რაღაც ახალი გამოიგონეს.
ნატო და თინათინი საფირმო ილეთით
სახალისო ნომერი იყო, როგორც დუტამ თქვა: "მათ კიდევ ერთი დაუვიწყარი ილეთი გვაჩუქეს". ამ "დაუვიწყარი ილეთით" ინსპირირებულმა ბლოგერებმა ცეკვაც კი შევასრულეთ.


მეორე ადამიანი რომელიც დამამახსოვრდა იყო დოდო ხარძიანი გარდაბანიდან. სცენაზე გასვლის წინ მართლაც რომ გაბრაზებული გამომეტყველაბა ჰქონდა, 3 წითელი იქსი და შემდეგ 3 არა რომ გავიგონე ვიფიქრე იგი კიდევ უფრო გააბრაზებდა, თუმცა მშვიდად, წყნარად და დასაწყისისგან განსხვავებით გაღიმებული დაბრუნდა შინ...


გადაცემის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდა მონაწილე რომელმაც მიიღო სამი "კი" და გადავიდა მეორე ტურში, ეს პროგრამისტი გიორგი წერეთელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ნომერი მომეწონა,  ვფიქრობ გიორგი თუ არ განვითარდა შემდეგ ტურს ვერ გადალახავს. ყველამ ვიცით რომ შოუ ორიენტირებული სანახაობაზეა ეს ნომერი კი არც ისე სანახაობრივი იყო...

ნიჭიერიში წელს პირველად გამოჩნდნენ არაქართველი კონკურსანტები, მანამდეც იყო რამდენიმე ეთნიკურად სომეხი მონაწილე თუმცა ისინი როგროც ვიცი საქართველოში ნიჭიერამდეც ცხოვრობდნენ ამიტომ გადავწყვიტე ინდოელების გამოჩნეა  ნიჭიერის სცენაზე უპრეცენდენტო ფაქტად ჩავთვალო, როგროც გაირკვა ისინი საქართველოში სწავლის გამო ჩამოვიდნენ ჩამოვიდნენ. მართალია ვგულშემატკივრობდი მათ, ისიც გამიხარდა, ქართული რომ იცოდა ერთ-ერთმა მათგანმა თუმცა საერთო ჯამში არ იყო ეს ნომერი მეორე ტურის ღირსი, არ ჰქონდათ სინქრონი და ეგეც რომ არა ზოგადად დადგმა არ მომეწონა,დამრჩა შთაბეჭდილება რომ ეს იყო უბრალოდ მათი გარდობა და რამდენიმე ადამიანის გამხიარულება.
TSU ART
თსუ არტი - პირველი გადაცემის აშკარა ლიდერი! ნომერი რომელშიც ღიად ჩანდა მონაწილეების კრეატიულობაც და ნიჭიც, გარდა იმისა რომ თვითონ შექმნეს თავიანთი ინსტრუმენტები ასევე ამ ინსტრუმენტზე შესანიშნავად უკრავდნენ. შემიძლია წინასწარი პროგნოზი გავაკეთო დარწმუნებული ვარ ამ ბენდს ნახევარფინალშიც ვიხილავთ, შემდეგ კი მათი ბედი მაყურებელზეა დამოკიდებული

ნიჭიერი ჩემთვის 2010წელს, საქართველოდან, არ დაწყებულა მანამდე იუთუბზე ვუყურებდი ხოლმე სხვადასხვა ქვეყნების "Got Talent"ების ნაწყვეტებს, მახსოვს ყოველთვის მშურდა ხოლმე ამერიკელების როცა ვფიქრდებოდი რა თამამი ბავშვები ჰყავდათ და ამავდროულად ჭკვიანებიც. აი მაგალითად 4 წლის კეიტლინი:

წლევანდელ ნიჭიერში შეიძება იტქვას აღმოვაჩინე ქართველი კეიტლინი. იგივე ანა ქაშიბაძე - ძალიან საყვარელი, ჭკვიანი და თბილი ბავშვია ალბათ ამიტომაც დაიმსახურა მაყურებლების მოწონება. მართალი ბევრმა უცხოური "ნიჭიერების" მონაწილეთა მიბაძვაში დასდო ბრალი თუმცა სისულელედ მეჩვენება ეს ყველაფერი. ის არის ერთი შეხედვით ჩეულებრივი ბავშვი რომელსაც არ ფარავს მის გულწრფელ, ბავშვურ ემოციებს. მიუხედავად იმისა რომ ლექსის მოყოლით ანა ფინალამდე ვერ მივა მე მაინც წარმატებას ვუსურვებ მას, და ვიმედოვნებ შემდეგ ტურში ის უფრო ეფქტური ნომრით გამოჩნდება რუსთავი ორის ეკრანზზე, მას აშკარად აქვს ამის პოტენციალი...



Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons