2/06/2012

დარცხვენილი ბლოგოსფერო

ქართულ ბლოგოსფეროში რომ ტეგ-თამაშები დიდი პოპულარობით სარგებლობს მგონი ეს უცხო არავისთვისაა, თუ არ ვცდები პირველი ტეგ-თამაში იყო "ქუჩაში რომ შეგხვდე" და ამის შემდეგ დაიწყო ბუმი, ვისაც არ ეზარება ყველა ახალ თამაშს იგონებს, შესავალი ისე გამომივიდა თითქოს არ მომწონს ეს ყველაფერი, პირიქით ძალიან მომწონს და საკმაოდ საინტერესო წასაკითხია ერთი სათაურის ქვეშ მოქცეული სხვადასხვა ადამიანის მიერ დაწერილი პოსტის კითხვა. ბოლო ტეგ-თამაში რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია გივიმ განათავსა, არაადეკვატურ ბლოგზე. შესავალი საკმაოდ საინტერესო გაუკეთა: "ტეგთამაშია რა, მარა სტანდარტული სირობა არაა, თამაშსაც ვერ დავარქმევ."


რაღაც განსაკუთრებულს და უცხოს ველოდი, შესავლიდან გამომდინარე, თუმცა ხელში შემრჩა "მე მრცხვენია." მართლაც რომ არ იქნებოდა სტანდარტული "სირობა" ეს პოსტი ზოგიერთებს ხალხზე შთაბეჭდილების მოხდენა რომ არ დაეწყოთ, არ ემანიპულირათ(რა უნივერსალურია ეს ქართული ენა) თავიანთი სირცხვილებით და გულწრფელად დაეწერათ ის რისიც რცხვენიათ. გამეცინა ზოგადსაკაცობრიო საკითხების რომ შერცხვათ რატომღაც, საინტერესოა იმისიც ხომ არ გრცხვენიათ: ინდოელი ბაბუინები დელის ქუჩებში რომ იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს?

ამ თემაზე ნაწერი ყველა პოსტი არ წამიკითხავს, რაც წავიკითხე იმათგან ანნას პოსტი მეჩვენა ყველაზე ნორმალურად, რომელმაც ასევე მე დამთაგა და დამავალდებულა პოსტი დაწერეო, აი ჩემი პოსტიც:


მე არაფრის არ მრცხვენია!


მე ვთაგავ მარიამს და გუგას  აბა თქვენ იცით ბავშვებო დაწერეთ გულწრფელად ის რისიც მართლა გრცხვენიათ და არა ის რაც თქვენ მკითხველს თქვენ თავს მოაწონებს. ველოდები თქვენ პოსტებს ^^  მაინტერესებს!

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons