1/09/2012

ბლოგერების საშობაო სიმღერა - მიმოხილვა



სანამ ზოგადად ვიდეოს მიმოვიხილავ თავშივე უნდა ავღნიშნო ყველამ რომ ნახოს, ნანაკო და ჯეისონ თქვენ რომ არა ეს ვიდეო იმაზე უფრო საშინელი იქნებოდა რაც არის, ერთ ნახვით შემიყვარდით ორივე, არ ვიცი ჩემში ან პედოფილმა გაიღვიძა(ვხუმრობ) ან კიდევ მშობლის ინსტინქტმა, ორივე ძალიან პატარები და საყვარლები ხართ.

სიყვარულოვნა, ანა, ირმის ნახტომი, კრაზანა და მე - ბავშვებო რა ჯანდაბა გვჭირს? :/ მიცვალებულებივით ვდევართ ვიდეოში. ნუ მე ვიცი რამაც დამღალა, მეასე დუბლი იყო ჩემი ეგ რომელიც გავაგზავნე მაგრამ დანარჩენებს რა გჭირთ? :/

ადო, ზურიუს, ქეთუსი - თქვენ სამი ხართ ვიდეოს გამორჩეული მარგალიტები. ადო შენ რაღაც ხბოს მიგამსგავსე ამ ვიდეოში, ქეთუსიზე ყინულის დედოფალი გამახსენდა, ზურიუსი კიდევ პეპი გრძელი წინდაა :დ

სვითი, მერე რა რომ თმა გაჩეჩილი გაქვს და დოდ მერე რა რომ ტექსტი გეშლება, თქვენ აი იმ ორ გოგონასთან ერთად ბოლოში რომ ჩანან(რატომღაც არ ვიცნობ მათ) ხართ ამ ვიდეოს სექს სიმბოლოები <3


დეკემბერიუსი, ნიკოლო, კონსფეის, გიო რგაშვილი - მე თქვენ თამამად გასახელებთ საუკუნის ყრუებად :დ დიდი სმენით არცერთი ბლოგერი არ გამოვირჩევით მაგრამ თქვენ საოცრება მოახდინეთ. მიიღეთ ეს ტიტული ჩემგან დიდი პატივით :დ


ბოლოს დიდი მადლობა სვითს ამ ვიდეოს აწყობისთვის და ჩვენი გახალისებისთვის!


პ.ს თუ ვინმეს დღემდე გაქვთ შერმოჩენილი ის კადრები რაც ამ ვიდეოში ვერ მოხვდა, თქვენი შეცდომები სიმღერის დროს, სიცილი და ა.შ გთხოვთ გამომიგზავნოთ. ერთად შევკრებ და კარგი სახალისო ვიდეო გამოვა, აი ამის მსგავსი:

პ.პ.ს მე ვიმედოვნებ კი არადა დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ წერა სიმღერაზე კარგად გამოგვდის    

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Powered by Blogger