1/01/2012

1/01/2012 - სად ვარ?

ახალ წელს მეგობრებთან ერთად შევხვდი და დავლიე იმდენი მთელი ცხოვრების მანძილზე რომ არ დამილევია ჯამში, უაზრობები ვპოსტე ფეისბუქზე, ვეპიემებოდი ყველას ვინც ონლაინ იყო, ინბოქსი შესვლაც არ მინდა. მრცხვენია! თუმცა ახლა სულ სხვა რამის შესახებ ვწერ. ვინმემ ხომ არ იცით როგრო მივედი სახლში?


10:00(a.m) - მახსოვს გარეთ უკვე კარგად გათენებული იყო თან დალევაც ახალი დამთავრებული გვქონდა და პირველად ვთქვი სახლში წავალ მეთქი, ბევრი წვალებით მოვახერხე ჩაცმა და 11ის ნახევარზე ყიფშიძის ქუჩას მივუყვები...


11:00(a.m) - ჭავჭავაძემდე მივაღწიე და გაჩერებაზე ველოდები რაიმე ისეთს რაც ვაჟამდე გამიყვანს


13:45(p.m) - წერეთელზე, ახალაშენებულ ლამაზ პატრულის შენობასთან ვდგავარ. რატომ? როგორ მოვხვდი აქ? ან რას ვაკეთებდი 11 საათიდან თითქმის შუადღის 2მდე არ ვიცი, და ძალიან მაინტერესებს, თუ ვინმემ დაინახეთ ბიჭი სანტას ქუდით, ლურჯი ჯინსით, კელვინ კლეინის ზოლიან კურტკით და ყავისფერ კედებით, მითხარით არაფერი არ დამიმალოთ. გულწრფელად მაინტერესებს რა მოხდა. გამომდინარე იქედან რომ ფეხზე ვიდექი როცა აზრზე მოვედი და არა მიწაზე ვეჭვობ უბრალოდ გზა ამერია და სხვა არაფერი მომხდარა. ის პერიოდი შესაძლოა ფეხზე მდგომს ჩამეძინა.


14:00(p.m) - მეტროში ჩავდივარ, რამდენიმე წუთის შემდეგ აზრზე მოვდივარ და მესმის მხოლოდ "ლასთ სთოფ". მიხარია რომ დელისზე ვარ და სახლში უკვე მალე მივალ, თუმცა როგორღაც სადგურის მოედანზე ვყოფილვარ.

15:00(p.m) - დილის 10ზე წამოსული ყიფშიძიდან, 3ზე ძლივს მივედი სახლამდე(ვაჟაზე) და ვიძინებ


18:00(p.m) - გავიღვიძე, 10 - 15 წუთი ვარკვევდი სად ვიყავი, როცა გავაანალიზე რომ ყველაფერი კარგადაა ავიღე ნეტბუქი და დავიწყე წერა :დ

პ.ს მინიმუმ 2 თვე მაინც არ გვეკარები არანაირ ალკოჰოლს, თუნდაც ლუდს!

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons