12/28/2011

პროვინციული შოვინიზმი


ყბადაღებული თემა, “დავაბრუნოთ სოფლელები სოფელში” – დღემდე ძალიან მტკივნეული საკითხია.
Hate speech-ის პრობლემის მოგვარებისთვის პირველი ნაბიჯი, პროვინციული შოვინიზმის დაძლევა უნდა გახდეს. თუ ჩვენ ეთნიკურად ქართველის მიღება გვიჭირს,  როგორ მივიღებთ სექსუალური, რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავების მქონე პიროვნებებს?
რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა?
მე ვფიქრობ, რომ პრობლემა ინფორმაციის უქონლობაა! უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი ნებისმიერი სახის განსხვავების მიუხედავად საზოგადოების სრულფასოვანი წევრია და იმსახურებს პატივისცემას.

ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია, მიუხედავდ ეროვნებისა, სქესისა, კანის ფერისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიური მრწამსისა
სამოქალაქო საზოგადოებამ მხოლოდ ეს ფრაზა, რომ გაითავისოს, ალბათ საკმარისი იქნება, თუმცა მანმადე თავად “სამოქალაქო საზოგადოება” უნდა ჩამოყალიბდეს. ამაზე კი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

უმცირესობების საზოგადოებასთან მაქსიმალური ინტეგრირების ხელშეწყობისთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, საკანონმდებლო, სააღმსრულებლო და სასამართლო სტრუქტურებს ეკისრებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს მეოთხე ხელისუფლებას, ჟურნალისტიკასაც. ვინაიდან მედია საშუალებები ყველაზე მეტ გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე.


პრობლემა მაინც ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. შენ რას აკეთებ იმისთვის, რომ ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელმა მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს შენს გვერდით თავი?!
პ.ს. ყოველდღე დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავებს! და გახსოვდეთ, რომ ქვეყანა დემოკრატიული მაშინაა როცა მის ტერიტორიაზე ნებისმიერი უმცირესობის წარმომადგენელი კონფორტულად გრძნობს თავს.
ეს ჯგუფი ფეისბუქზე დიდი ხანია რაც არსებობს, როგორც ხედავს მას ათასზე მეტი წევრი ჰყავს და ჯგუფი ღიაა, ანუ ნებისმიერ მსურველ უპრობლემოდ შეუძლია ჯგუფში მდებარე სურათების ნახვა. რომელიც შეურაცხყოფს ნებისმიერ არა “ვეიქელს”. ყველა სოფლელი რომ სოფელში დავაბრუნოთ ვინღა დარჩება თბილისში? თუ წარმომავლობას ჩავუღრმავდებით მხოლოდ ერთეულები არიან არასოფლელები და მათი წარმომავლობაც საეჭვოა კიდევ.


აბა დაფიქრდით, ისინი სოფლელები არიან:


 


Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons