11/24/2011

ვისთვისაც მთავარია რაოდენობა, ანუ როგორ დავაგროვოთ "ლაიქები"

ბოლო დროს, ყველა სქესის და ასაკის ადამიანი ერთიდაიგივეზე საუბრობს. ვინ ვის რა უნდა "დაულაიქოს". პიემში მოგვდის სპამები, ზოგსაც შემოთავაზებები აქვს ლაიქების სანაცვლოდ, მოკლედ ლაიქი სექსზე აქუალურია დღეს.
ყველა ბრუნავაში შეგხვდებათ ეს სიტყვა:
ლაიქი
ლაიქმა
ლაიქს
ლაიქის
ლაიქით
ლაიქად
ლაიქო

პირველი ლაიქების კონკურსი თუ არც ვცდები TBC სმარტ კლუბმა დაიწყო, შემდეგ იყო საქართველოს ბანკი, დღეს კი ნებისმიერი ახალშექმნილი ფეიჯი თანახმაა უამრავი თანხა დახარჯოს იმაში რომ დააგროვოს ლაიქების გარკვეული რაოდენობა.
რახან ასეთი მოთხოვნადი პროდუქტია ლაიქი გადავწყვიტე მკითხველებს ერთი ხრიკი ვასწავლო როგორ დააგროვონ ლაიქები თავიანთ ფეიჯებზე.
პირველ რიგში შედით საიტზე: like.any.ge გაიარეთ რეგისტრაცია, იმისათვის რომ მოიზიდოთ ლაიქები(ასევე ტვიტერის ფოლოუ, ვიზიტორები საიტზე და გუგლის +1) თქვენ უნდა დააგროვოთ ქულები. რომლებსაც შემდეგ "გადაცვლით ლაიქებში, ამიტომ პირველად დააჭირეთ ქულების შოვნას
ქულების შოვნა სხვადასხვა ხერხით შეიძლება, შეგიძლიათ დაალაიქოთ ის ფეიჯები რომლებიც მოცემულია საიტზე, ასევე დაათვალიეროთ მოცემული საიტები და ა.შ
ქულების დაგროვების შემდეგ უკვე შეგიძლიათ განათავსოთ საკუთარი ბმულები. ამისათვის მენიუში უნდა აირჩიოთ "ბმულის დამატება"
არჩეული გვერდის გახსნის შემდეგ სულ რამდენიმე წამში შეძლებთ თქვენი ბმულის ჩამატებას:
1. აირჩიეთ კატეგორია - რა ტიპის ბმულს ამატებთ
2. ჩასვით სასურველი ლინკი
3. მიუთითეთ სათაური რომლითაც გინდათ რომ გამოჩნდეს თქვენი ბმული
4. დააფიქსირეთ რამდენ ქულას გასცემთ თითოეულ ლაიქზე
5. დაადასტურეთ ინფორმაცია ბმულის დამატების შესახებ
ამის შემდეგ უკვე სულ რაღაც ერთი საფეხური რჩება და ყველაფერი მზადაა.
ირჩევთ ველს "ჩემი ბმულები" შედიხართ და აჭერტ მწვანე პლუსს, ამით დააფიქსირებთ თქვენი საერთო ქულებიდან კონკრეტულად რამდენის გამოყოფა გინდათ ამა თუ იმ ბმულისათვის.
თუ კითხვები გაგიჩნდათ იკითხეთ აქვე, თვითონ საიტის ადმინი გიპასუხებთ, ასევე ბოლოს თვალსაჩინოებისთვის გიტოვებთ ვიდეოს.
წარმატებულ ლაიქობას გისურვებთ :დ


Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons