11/21/2011

ქართველთა რელიგიურმა სიბნელემ ირანელებიც კი გააოცა!


გონიერ მკითხველს და მსმენელს კარგად მოეხსენება, რომ ეკლესიურმა ცხოვრებამ ჩვენთან სრულიად ტოტალიტარული ფორმები მიიღო, ხოლო ვიდეოასპარეზზე  ყოველდღე ჩნდებიან ახალ-ახალი მამაოები, რომელთა ქადაგებების შინაარსი არათუ სრულიად აცდენილია ქრისტიანულ მრწამსს, არამედ აშკარად ფაშისტურ, შიზოიდურ, კრიმინალურ და კიდევ რაღაც ჯანდაბურ ელემენტებს უხვად შეიცავენ.


ყველაზე ხშირად შედარება ირანულ-ისლამისტური მიმართულებით სწარმოებს, მაგრამ...

მაგრამ მოვყვები ერთ პატარა ამბავს, ისე, როგორც შევიტყვე. ამ ორიოდე დღის წინ მქონდა პატივი ერთ გერმანელ ორიენტალისტს შევხვედროდი. მიღებაზე იმყოფებოდა ასევე ერთი ირანელი დოქტორანტი, რომელიც ძალიან კონტაქტური გამოდგა, პატარა ირანულ ისტორიებს მოგვითხრობდა(მაგ. როგორ ვერ შედიოდა რამდენიმე წელიწადს უნივერსიტეტში, რადგან მოლის რეკომენდაცია არ ჰქონდა).  ბოლოს, სხვათაშორის ერთი ქართული ისტორიაც მოაყოლა საიდანღაც.

როგორც ჩანს, ირანში, მიუხედავად იქ არსებული სიტუაციისა,  საკმაოდ ვრცელი არეალია დატოვებული სულიერი შემოქმედებისთვის, ხელოვნებისთვის.ამასწინათ ერთ-ერთ კინოფესტივალზე მიუწვევიათ საპატრიარქოს ტელევიზიის შემოქმედებითი კოლექტივი, რადგან მათი ფილმის იქ ჩვენება გადაუწყვიტავთ. როგორც გავიგე, მოლების 22-კაციანი საცენზურო საბჭო ამბობს გადამწყვეტ სიტყვას ფილმის დაშვება-არდაშვების თაობაზე!

ფილმში აღწერილი ყოფილა ერთი ირანელი მხატვარი ქალის ცხოვრება, - დღესაც ცოცხალია მგონი, - და ეს ქალბატონი, მგონი ლალი თუ ლეილა, წინასწარმეტყველის ჩამომავლობის ყოფილა, საქართველოში სვეტიცხოვლის მღვდლის ჩამომავალზე დაქორწინებულა, უმუშავია რუსთაველის თეატრში მხატვრად და სხვა.... სხვათაშორის,  ირანელი დოქტორანტი, რომლის მონათხრობსაც გიყვებით, საქართველოში ნამყოფია, განსაკუთრებულად მომხიბლა სვეტიცხოველმაო და ვერ წარმოვიდგენდი თუ ამხელა კულტურის ერი ჩვენზე ბნელი იქნებოდაო!

საქმე იმაშია, რომ საპატრიარქოს ტელევიზიიდან ფილმების ფესტივალის ორგანიზატორებს მისწერეს, რომ მანდ ჩამოსვლის უფლებას არ გვაძლევს ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოებაო!

ესაა სულ, რაც მართლა ვიცი, დანარჩენს, რაც ჩემი წარმოსახვებია(თუ როგორ გაოგნდებოდა 22 კაციანი მოლსინოდი მართლმადიდებლურ უარზე და ახარხარდებოდა, ეს უპატრონო გურჯები ჩვენც კი გვჯობიან სიბნელეშიო. მერე ჰამნეი დაიბარებდა მათ და დატუქსავდა, გურჯისტანს გაგყრით, რათა  რწმენის დაცვა ისწავლოთო!), აღარ გავაგრძელებ! ფაქტი ერთია: სიბნელე ყველას გვბრალდება და ირანელებიც უკვე ჩვენ დაგვცინიან, თუ დიდხანს გასტანა ასე, მალე ალბათ მთელი მსოფლიოს სახითხითონი გავხდებით!

ნეტავ ვინ სცადა საპატრიარქოს ტელევიზიაში ჰამნეიზე მეტი შიიტობის გამოჩენა? რაღაც არ ჰგავს ეგ პასუხი შემოქმედებითი კოლექტივის ხელწერას. ძნელი არაა მიხვდე კაცი, რომ  მღვდელი, ვისაც  ტელეცენზურა აბარია (ქვემორე ვიდეოში  ღმერთს კატასტროფების მომწყობ ბოროტ ბუად გვისახავს),  ავქსონიცაა ზემორე შავი პასუხისა, რომლის  წყალობითაც ჩვენ უკვე  ყველას გავასწარით რელიგიურ სიბნელეში!

ბუზი არ აუფრინოთ, ცოტაც მივუშვათ და ეგეთების წყალობით მართლმადიდებლობა მალე ისეთ სასტიკ, მოძალადეობრივ, დაუნდობელ და გონჯ ფორმებს მიიღებს, ვიდრე ნებისმიერი მოლის რეჟიმია.
პ.ს ვეჭვობ ამ კაცმა ჯეიმს კამერონის "ტიტანიკი" ბევრჯერ ნახა და ეფექტების შედეგად გამოწვეული შოკი ქვეშ იმყოფება. არც კი მინდა ვიფიქრო იმაზე ნებისმიერი 3დ ფილმის ნახვის შემდეგ როგორ იქნება ის.

ავროტი: ზ.უძილაური

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons