11/07/2011

სუბკულტურები

სუბკულტურა, არის მცირე კულტურული ქვეჯგუფი რომელიც გამოირჩევა თავისი სტატუსით, ეთიკით, განსხვავებული რელიგიითა თუ შეხედულებებით. სუბკულტურების წარმომადგენლებს ყოველთვის განსხვავებული ინტერესები და შეხედულებები აქვთ, თუმცა სუბკულტურა არ უპირისპირდება მასებში გაბატონებულ შეხედულებებს,  არ გამოდის მის წინააღმდეგ, არ ცდილობს მისი იდეოლოგია უბრალო ხალხს მოახვიოს თავს, სუბკულტურის ხიბლიც განსხვავებულობასა და ორიგინალურობაშია.
სხვადასხვა სუბკულტურები მსოფლიო ასპარეზზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩდნენ, ორმა მსოფლიო ომმა და ბევრმა აკრძალვამ ხალხში, უფრო მეტად კი პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდებში პროტესტი გააჩინა, რამაც აიძულა ისინი გამხდარიყვნენ განსხვავებულები. მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პრინციპმა იმოქმედა ყველა იმდროინდელ სუბკულტურის წარმომადგენელზე "თუ შეატყვე, რომ უმრაველოსობის მხარეს ხარ, ესეიგი დროა შეიცვალო"
ნუდისტური ოჯახი
ნუდიზმი თავიდან ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური მიმდინარეობა იყო, რომელიც მოითხოვდა გამჭვირვალობას ყველა საქმეში, მათი მთავარი იარაღი იყო სიშიშვლე. დღეისათვის ნუდიზმი როგორც პოლიტიკური მოძრაობა მოკვდა, სამაგიეროდ დარჩა ნუდისტური სუბკულტურა. მსოფლიოს ბევრ ზღვისპირა ქალაქებში ნუდისტური სანაპიროებიც არსებობს,არ მეწყინება უახლოეს მომავალში ბათუმში ან კვარიათშიც თუ  შევნიშნავ მსგავს სანაპიროს. ვინც ნუდიზმს გარყვნილებად აღიქვამს პრობლემა საკუთარ თავში ეძებოს. ყველაფერი იმდენადაა ბინძური რამდენად ბინძური ადამიანიც უყურებს მას.
თანამედროვე ჰიპი
ჰიპები არიან ადამიანები რომლებიც მიისწრაფიან აბსოლიტური თავისუფლებისკენ, ისინი ამერიკაში, XX საუკუნის 60იან წლებში გამოჩნდნენ. ეს იყო პირველი პაციფისტური გაერთიანება დედამიწაზე, რომელიც წინ აღუდგა ვიეტნამის ომს, ქადაგებდნენ სიყვარულს, უარს ამბობდნენ ოჯახებში ცხოვრებაზე, ეტანებოდნენ ნარკოტიკებს, ჰქონდათ აბსოლიტური სექსუალური თავისუფლება და უსმენდენ მათ დედოფლად აღიარებულ ჯენის ჯოპლინს. ყვავილებისადმი განძაფრებული სიყვარულის გამო მათ "ყვავილების შვილებიც" კი ეწოდათ. ჰიპები არაიან ადამიანები რომლებმაც შექმნესმანამდე არარსებული სტილი ყოველგვარი წესების გარეშე. დახეული ჯინსი, სამაჯურებისა და ბეჭდების სიმრავლე, მრგვალი სათვალეები, ფერადი კედები, მოკლედ ის რაც თბილისში 2-3 წელია შემოვიდა, ამერიკაში წინა საუკუნეში მოსწონდათ ჰიპებს. გულწრფელად მშურს ამერიკის რადგან მან უკვე ის გამოსცადა რასაც საქართველო კიდევ კარგა ხანს ვერ გამოცდის, თუმცა ეს სულაც არ მიუთითებს იმაზე რომ ამერიკა უსწრებს დროს, უბრალოდ საქართველო ჩამორჩება მას...
პანკი წყვილი
პანკ კულტურა 70იან წლებში წარმოიშვა ბრიტანეთსა და შტატებში. პანკების ერთი ნაწილი ორიენტირებულია საზოგადოების შოკირაბეზე, საკუთარი გარეგნობით, მეორესთვის კი გარეგონაბს მნიშვნელობა არააქვს. ისინი უპირისპირდებიან ნაციონალიზმს, კონსერვატიზმს და კაპიტალიზმს. პანკისთვის ტანსაცმელი რაც უფრო დასვრილი და დახეულია მით უფრო ღირებულია,  ატარებენ ტანსაცმელის მსგავსად დახეულ ფეხსაცმელს და ასიამეტრიულ ვარცხნილობას, უმეტესად იროკეზს, რომელიც უამრავ ფერად აქვთხოლმე შეღებილი.
გოთი გოგონა
70იანი წლების ბოლოს უკვე პანკებმა საკუთარი ეპოქა დაასრულეს, მათ დიდი ნაწილი გამოეყოთ და ჩამოყალიბდა ახალი სუბკულტურა რომელსაც გოთიკა ეწოდა, სწორედ გოთებმა შემოიღეს პირველად, დღეს პოპულარობის ზენიტში მყოფი პირსინგი, ისინი გამოირჩევიან ტყავის სამაჯურებით, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში რკინის ეკლები ახლავთ, ეს გოთების ერთერთი გამოხატულებაა მარტოობისადმი სიყვარულისა. გოთების სულ 11 სახეობა არსებობს და ყველა მათგანი საკმაოდ ბევრი რამით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ზოგადად სუბკულტურები, ყველა მიზიდავს მაგრამ გოთიკა განსაკუთრებით, გოთები არიან ყველაზე საინტერესო გარეგნობის ადამიანები, გოთი გოგონების უმეტესობა დახვეწილი და ექსტრავაგანტულია, მიუხედავად სიშავისა ინარჩუნებენ სექსუალურობას და რაც მთავარია მათ გარეგნობაში ყოველთვის იგრძნობა ხელოვნებისადმი სიყვარული. გოთიკა ის სუბკულტურაა რომელმაც თავი მოუყარა მთელი მსოფლიოს ყველა ლამაზ სიმბოლიკას ერთად. ანხიდან დაწყებული ამონ რას თვალამდე.
ემო ბიჭი
ემო არის სუბკულტურა, რომელმაც ყველაზე მეტად მოახერხა საქართველოში ფეხის მოკიდება, ალბათ იმიტომ რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. ემოები ძლიერი ემოციურობით გამოირჩევიან, მათი ჩაცმულობა არის შავისა და ვარდისფერი კონტრასტი, შავი მათ დეპრესიულობაზე მიუთითებს, ხოლო ვარდისფერი ყველაფერ პოზიტიურზე. ემოს ცალი თვალი ყოველთვის დაფარული აქვს, რადგან ცალი თვალით ემო სულ ტირის, ეს უბრალოდ გამოთქმაა და სიმართლე ნუ გეგონებათ.

რეალურად ჩემ თვალში თამანედროვე სუბკულტურის მიმდევრებს ფასი აქვთ დაკარგული, ჟარგონულად რომ ვთქვათ თავის დროზე ჰიპების პაციფისტობას და პანკების პროტესტს "მუღამი" ჰქონდა. ახლა კი ეს ყველაფერი პოზერობის დონეზე დავიდა. ადამიანია გოთია არა დეპრესიულობის გამო არამედ სტილის გამო, ანალოგიურად ყველა სხვა სუბკულტურა. თანამედროვე თინეიჯერები ცდილობენ იყვნენ ორიგინალურები და ამის გამო ხდებიან სუბკულტურების წევრები, რეალურად კი როცა კონკრეტული სახელი: ემო, გოთი ან რამე სხვა გერქმევა ზუსტად მაშინ ხდები ბანალური და ჩარჩოში ჩასმული. თუმცა მე თანამედროვე "უცნაურების" საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით იარსებეთ! რაც მეტი იქნებით მით უკეთესი. თქვენი ვიზუალი მეტნაკლებად ემსახურება ქართული სტერეოტიპული აზროვნების და უაზრო მენტალობის განადგურებას, რაც უკვე მომწონს!

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons