10/11/2011

ვინ მოკლა Flash Mob-ი?


"იმედი" გამოირჩევა მოკლევადიანი პროექტებით, რომლებიც ერთ სეზონზე იწყება და ხშირ შემთხვევაში სეზონის ბოლომდეც ვერ აღწევს, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, უბრალოდ გაიხსენეთ  "ყოფილი ცოლების კლუბი", "ფეის კონტროლი", "ინფო ტური" . . . ამ უკანასკელს მე ვუწინასწარმეტყველე დახურვა მანამ სანამ დაიწყებოდა. ახლაც იგივეს ვუსურვებდი ფლეშმობ შოუს, რომელმაც მოკლა ქართული ფლეშმობი.
პირველი რიგში ძალიან მაინტერესებს იცოდა თუ არა იმედმა საერთოდა რა იყო ფლეშმობი როცა საქართველოში გარკვეული სამეგობრო წრეები დგმადნენ მას?


  რიტორიკულ კითხვას ვსვამ. რა თქმა უნდა – არა, საიდან უნდა სცოდნოდათ კარგად მახსოვს რამდენიმე თვის წინ რაღაც ბათუმის ფლეშ მობი გააშუქეს და მათი ერთ–ერთი წამყვანი დიდი სიამაყით იძახდა "ფლეშმოი" "ფლეშმოი" "ფლეშმოი" . . .
ცნობისმოყვარეობამ მაიძულა მენახა ეს გადაცემა. პირველად დიდი სიამაყით იძახდა ნუკი და კოტიკო ეს არის მსოფლიოში უპრეცენდენტო პროექტიო, საიტზეც იგივე დაწერეს, რა თქმა უნდა ესეც სიამაყით.

სასაცილოა ეს ყველაფერი აი ნეტა ამ ფაქტს რატომ არ უფიქრდება არავინ? განა შეიძლება ქართველებმა შევქმნათ რაიმე ისეთი შოუ რასაც მსოფლიოში პრეცენდენტი არ ექნება? ჩვენ ხომ მინიმუმ ერთი საუკუნით ჩამოვრჩებით ცივილური მსოფლიოს?!
ან ფლეშმობით შოუს გაკეთება და ფულის შოვნა რომ შეიძლებოდეს განა რომელიმე ამერიკულ ჩენელს "იმედი" დაასწრებდა?! 
ფლეშმობის მთავარი ნიშა მოულოდნელობაა, როცა ხალხმა არ იცის რა ხდება, რა უნდა იმ ხალხს ვინც ცეკვავს, მღერის ან ნებისმიერ სხვა რაიმეს აკეთებს. ამ გადაცემის შემდეგ კი რაც არ უნდა მაგარი ფლეშმობი დადგა მასას ასეთი ფრაზა ექნება:
"უიიი, ნახეთ იმედის რაცხა პროექტის მონაწილეები"
 ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ჩავთვალოთ რომ ეს პროექტი კარგია, თავად გუნდების დადგმულე ფლეშები??????! გაოცება ვერ დავმალე რამდენიმე მათგანის ნახვისას, ნაგვის აკრეფა ფლეშმობია? ვარჯიში? ხელებზე ლენტების შებმა?
ერთადერთი კავკასიის უნივერსიტეტის ფლეშმობი მომეწონა, არა იმიტომ რომ მე იქ ვსწავლობ, უბრალოდ ეგ იყო ნამდვილად ფლეშმობი რასაც დანარჩენებზე ვერ ვიტყოდი...



Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons