10/14/2011

ქართული ოცნება?!


რამდენიმე საათის წინ ბერას ახალმა კლიპმა იხილა მზის შუქი, უკაცრავად მთვარე უნდა მეთქვა, ზამთარში 8საათზე უკვა ბნელა. მოდით ჯერ კლიპი ვნახოთ და შემდეგ გავაანალიზოთ "ქართული ოცნება" პატარა ბიჭის წარმოსახვაში.
პირველი რაც ყურადღებას იქცევს ამ კლიპში თავად ბერაა. სანამ რაიმე კომენტარს გავაკეთებ, მინდა ხაზი გავუსვა იმას რომ პირადად მე ადამიანთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები რომელსაც არააქვს გართულება სხვის გარეგნობაზე. არც მეტროსექსუალების საწინააღმდეგო მაქვს რაიმე. თუმცა ვეკითხები ქართველ ხალხს რამდენად მისაღებია მათთვის ქართველი ვაჟკაცი: ვარდისფერი ტუჩის საცხით, გრძელი დასწორებული თმით და ა.შ მაკიაჟით?

ქართველი ვაჟკაცი

სიმღერის ტექსტი როგორც ბერას მთელი შემოქმედება ღრმა "ინტელექტუალურია".
თუ წინა სიმღერაში "ბერას ნახმარი ქალები ორმაგად ფასობდნენ" ამჯერად ბერა "მთელ საქართველოს უყვარს, დედისერთა შვილივით"
თუ წინა შემთხვევაში ბერასთან შედარებით 2 PAC და EMINEM პირობითად ბანძები იყვნენ, ამ შემთხვევაში ბერა უკვე გრემით ხელში დგას და ქართული აქცენტით ამბობს "თენქიუ".
პოსტი არანაირად არ ატარებს პოლიტიკურ შინაარსს, უბრალოდ ცოტა სასაცილოდ მეჩვენება 16წლის ბავშვი, რომ ასეთ თემებზე მღერის, განსაკუთრებით ხშირად ამ "კაცობას" ახსენებს, ეჭვგარეშეა ბევრი კომპლექსი აწუხებს ამ თემასთან დაკავშირებით. არაუშავს გაიზრდება და გაუვლის, ჯერ თინეიჯერობის იმ ასაკში როცა ყველას უქრის თავში.
ნუ როგორც სანდო წყარო(ვინმე ლაშას მამა) ამ წუთებში მატყობინებს, სიმღერის დასათაურებაში მცირე შეცდომა გაიპარა და "ქართული ოცნება" კი არა "ბერას სიზმარია" სიმღერის ნამდვილი სათაური. იმედია შეცდომას მალე გამოასწორებენ!

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons