9/25/2011

სტუდენტობა


"დარჩა 5 დღე....."

"დარჩა 4 დღე....."

მსგავსი შინაარსის პოსტებით აჭრელებული იყო ჩემი თვითერიც და ფეისბუქიც ბოლო დღეების განმავლობაში, ზოგს აინტერესებდა რას ველოდებოდი ასე, ზოგმაც იცოდა ღიზანდებოდა და რომ არ დაენახა ეს პოსტები საერთოდაც დამაჰაიდა :D
 ასე დიდი მოლოდინი სწავლის  დაწყებაზე მქონდა, ველოდებოდი ახალ გარემოს, კურსელების გაცნობას და უფრო აქტიური ცხოვრების დაწეყებას.
ვინც ჯერ კიდევ არ იცის გეტყვით: კავკასიის უნივერსიტეტის პირველკურსელი ვარ.

 სწავლის დაწყებამდე 16 სექტემბერს საორიენტციო შეხვედრა გაიმართა პირველკურსელებთან, სადაც გავიცანით ყველამ ჩვენი დეკანი, რამდენიმე ლექტორი და მენეჯერი. საორიენტაციო დღეს ასევე მივიღე "Welcome Party"ს მოსაწვევები რომელიც "ლისი ლაუნჯზე" გაიმართა. ყველაფერი კარგი იყო გარდა იმისა რომ 500მდე პირველკურსელი ერთად ვიყავით და თითქმის არცერთი არ ვიცნობდით ერთმანეთს :D თუმცა რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ, ალკჰოლის დახმარებით, ნაცნობობოა არავის ახსოვდა და ყველამ ცეკვა დაიწყო.



  21 სექტემბრიდან კი სწავლა ოფოციალურად დაეწყო ყველა პირველკურსელს. სწავლის პროცესზე უფრო მოგვიანებით დავწერ როცა უფრო კარგად მეცოდინებ ყველაფერი. ჯერ–ჯერობით ყველა ლექციაც კი არ მქონია. ისე ერთი შეხედვით საკმაოდ რთული სასწავლო წელი მელის წინ, თუმცა იმედია პერიოდულად დროს გამოვნახავ ბლოგისთვის!



Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons