8/12/2011

Facebook_ის ექაუნთი რომ გამიუქმდეს

მას შემდეგ რაც ცინიკოსმა დამთაგა მორიგ ბლოგერულ ტეგ–თამაშში იძულები ვარ პოსტი დავწერო იმის შესახებ როგროს შეიცვლება ჩემი ცხოვრება პირადი ფეისბუქ ექაუნთის გაუქმების შემთხვევაში
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ექაუნთი არ იარსებებს:

1. დეპრესია დამეწყება, ეს ჩემთვის იგივეა რაც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენა

2. ვეღარ გავიგებ რა ხდება საქართველოში და მსოფლიოში, საინფორმაციო გადაცემების ყურება მე არ მიყვარს და ამის ერთადერთი წყარო ჩემთვის ფეიბუქია

3. მომიწევს გადაბარგება ჩემგან დაწუნებულ გუგლ პლუსზე

4. ვეღარ დავეკონტაქტები ვირტუალურ მეგობრებს

5. ვეღარ ვიპოვი ჩემ თანამოაზრეებს სხვადასხვა საკითხებში

 ეს ყველაფერი უარყოფითი მხარეები იყო თუმცა დადებითიც არანაკლები იქნება, მაგალითად:

1. დავუბრუნდები წიგნების კითხვას რომელიც ბოლომდე არ მიმიტოვებია თუმცა ტემპმა აშკარად მოიკლო ბოლო 3წელია რაც ფეისბუქს ვიყენებ

2. უფრო მეტ დროს გამოვნახავ რეალური მეგობრებისთვის

3. აღარ გავათენებ კომპიუტერთან და ოჯახშიც ნაკლები უკმაყოფილება იქნება ჩემ მცირეხნიან ძილთან დაკავშირებით

4. ვეღარსად დავინახავ "ყველაზე ლამაზების" ექაუნთებს რომლებიც ისე მაღიზიანებე სურვილი მაქვს ვცემო მათი შემქმნელები :D

5.  და ბოლოს ვინც არ იცით გეტყვით ფეისბუქის გაუქმებული ექაუნთის აღდგენა შესაძლებელია :D ასე რომ თუ გამიუქმდება ბევრი არაფერი დამაკლდება, მივალ და 2–3 წუთში აღვადგენ :D


 ტეგ–თამაშის გასაგრძელებლად ანნას დავთაგავ.
აბა შენ იცით არ შემარცხვინო :D

ბოლოს კი გთავაზობთ ვიდეოს განწყობისთვის რომელსაც ჰქვია "ცხოვრება ფეისბუქზე"
თითქმის ჩემზეა ეს ვიდეო :D ზუსტად Alex Droner-ის მსგავსად ვაპირებ ვიყო ფეისბუქის აქტიური მომხმარებელი მანამ სანამ ცოცხალი ვარ :D

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons