8/09/2011

05/11/2011 – ფეისბუქის დასასრული?!

 ჰა­კერ­თა ჯგუ­ფი Anonymous სო­ცი­ა­ლურ ქსელ ფეისბუქს  გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქრება. Anonymous  აცხადებს, რომ ”ო­პე­რა­ცი­ა facebook” რო­მე­ლიც მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­ნად­გუ­რე­ბას ისა­ხავს მიზნად, 5 ნო­ემ­ბრის ღა­მეს განხორციელდება. ვი­დე­ო მო­წო­დე­ბით­:”ფე­ის­ბუ­ქის გასანადგურებლად, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის სახელით!”, სა­დაც მათ გეგ­მებ­ზე­ა საუბარი, Youtube-ზე სამ ენაზე: ინგლისურად, გერ­მა­ნუ­ლად და ეს­პა­ნუ­რად განთავსდა. ჰა­კე­რე­ბი ირწმუნებიან, რომ ”ფე­ის­ბუ­ქი პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­სა და უსაფ­რთხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რებ­ზე ყიდის, რო­მელ­თაც ქსე­ლის დახ­მა­რე­ბით მთელ მსოფ­ლი­ო­ში შე­უძ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს უთ­ვალ­თვა­ლონ ”.   მა­თი თქმით, ფე­ის­ბუქ­მა იცის უფ­რო მე­ტი მომხმარებელზე, ვიდრე  ოჯახმა. „პრივატული, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნი ფე­ის­ბუქ­ზე ილუზიაა”- აც­ხა­დე­ბენ ჰაკერები. ანო­ნი­მე­ბის თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა სერ­ვი­სი იყოს უფა­სო და თუ მე­სა­კუთ­რე ფულს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან არ იღებს ე.ი . პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის ვაჭ­რო­ბით ირ­ჩენს თავს - ას­კვნი­ან ჰაკერები. ისი­ნი მო­უ­წო­დე­ბენ აქ­ტი­ვის­ტებს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა­კენ რა­თა მო­ემ­ზა­დონ  2011 წლის 5 ნოემბერისთვის  „დღისთვის, რო­მე­ლიც შე­ვა ისტორიაში” .

5 ნო­ე­მე­ბერს დი­დი ბრი­ტა­ნე­თი ცნო­ბი­ლი ტერორისტის  გა­ი ფოქსის  ღა­მეს აღნიშნავს, რო­მე­ლიც მე-17 სა­უ­კუ­ნე­ში ლონ­დო­ნის პარ­ლა­მენ­ტის აფეთ­ქე­ბას ამზადებდა. ტე­რო­რის­ტზე გა­და­ი­ღე­ბულ ფილ­მში „V ნიშ­ნავს ვენდეტას“ გა­ი ფოქ­სი ჩნდე­ბა ნიღბით, სწო­რედ ეს ნი­ღა­ბი გახ­და ჰა­კერ­თა ჯგუფ Anonymous-ის სიმბოლო.

ორშაბათს,  ჯგუფ  Anonymous-ის ჰა­კერ­თა ერ­თმა ჯგუფ­მა სი­რი­ის თავ­დაც­ვის სამინისტროს  სა­ი­ტი გა­ტე­ხა და  ვიდ­რე ხე­ლი­უფ­ლე­ბა სა­იტს გა­თი­შავ­და გა­მოქ­ვეყ­ნა რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ო და ფოტო, სა­დაც ჩანს აჯან­ყე­ბუ­ლი სი­რი­ე­ლე­ბის შე­ტა­კე­ბა სირიის  არმიასთან, ასე­ვე კად­რებ­ში არის გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პირები. ჰა­კერ­თა ჯგუფ­მა ვი­დე­ო და ფო­ტო მა­სა­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად თავდაცვის  სა­მი­ნის­ტროს სა­იტ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინფორმაცია, რო­მე­ლიც სი­რი­ის მოქალაქეებს  აცნობებდა, რომ ასა­დის რე­ჟი­მი სულ მა­ლე დაემხობა.


წყარო: ტაბულა

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons