3/06/2011

Eurovision Georgia 2011


საქართველომ ევროვიზიაზე მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო, როცა სოფო ხალვაშმა მე–12 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ იყო დიანა ღურწკაია 2008 წელს.
2009 წელს ევროვიზიაზე საერთოდ არავინ წასულა საქართველოდან, რა თქმა უნდა პოლიტიკის გამო. ჩემი აზრით ქეთი ორჯონიკიძე იმსახურებდა ამ წელს გამარჯვებას და მჯერა ის რომ წასულიყო 2010 წლის ევროვიზიას საქართველო უმასპინძლებდა თუმცა ასე არ მოხდა. 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ მიაწვდინა მსოფლიოს ხმა საქართველოდან, და როგორც იქნა მოვახერხეთ ათეულში შესვლა.
წელს ანუ 2011–ში საქართველოდან ჯგუფი  "Eldrine" უნდა საწულიყო და მიდის კიდეც თუმცა ახალი სოლისტით.
როგორც პირველად საზოგადოებრვმა მაუწყებელმა განაცხადა უკვე ყოფილმა ვოკალისტმა თაკო ვადაჭკორიამ კონტრაქტს ხელი არ მოაწერა და უბრალოდ დატოვა ჯგუფი, მაშინვე გამიჩნდა შეკითვა: "რატომ?" განა სულელია ეს გოგონა რომ ამხელა კონკურსზე უარი თქვას?! ბუნებრივა ადამიანი იფიქრებდა იმას რომ თაკოს სიტუაცია შეუქმნეს და ჯგუფი უბრალოდ დაატოვებინეს ჯგუფი. ჩემი ეს მოსაზრება მალე დაადასტურა იმედზე გასულმა სიუჟეტმა, მკითხველებს  შეგიძლიათ იხილოთ და თავად გამოიტანოთ დასკვნები.
მე უბრალოდ უცნაურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ თაკოს წასვლიდან რამოდენიმე საათში ჯგუფში ჩასვეს სოფო ტოროშელიძე, სიმღერაზეც დაიწყეს მუშაობა და პრომო სურათიც გადაიღეს.

ვინმეს შუეძლია მიპასუხოს ერთ კითხვაზე?
თუ ყველაფერი წინასწარ არ იყო დაგეგმილი ასე უცებ როგორ იპოვეთ სოფო ტოროშელიძე?!
უბრალოდ უსამართლობა დავინახე და ამიტომ დავწერე ეს პოსტი სხვა კი არაფერი, ხალხის აზრს არ სცემენ საქართველოში პატივს. სოფო ტოროშელიძემ წლევანდელ შიდაშესარჩევ კონკურსზე მიიღო ერთი ხმა მაინც?
ჯგუფის თითოეული წევრი რაცარუნდა ძლიერი იყოს მთავარი დატვირთვა მაინც ვოკალისტზე მოდის და ალბათ ყველა ხვდებით რომ იმ ხმების მინიმუმ 60% რომელიც ელდრაინმა მიიღო მხოლოდ თაკო ვადაჭკორიას ეკუთვნოდა. მოკლედ ზოგადად ის რომ მე აქამდე ელდრაინი მომწონდა თაკოს დამსახურება იყო, ამის შემდეგ კი ეჭვი მეპარება ამ ჯგუფს მოვუსმინო. ელდრაინის ფეისბუქის გვერდზეც დიზლაიქს დავაჭირე უკვე =)
პ.ს საბავშვო ევროვიზიაზე მთელი ევროპა ფიქრობდა ქართველებს ენა არააქვთო(ბზზზ & დარი დური)
ახლა კი ალბათ იფიქრებენ საქართველოში სოფოს გარდა სახელი არ არსებობსო :D
პ.პ.ს ვინც მეთანხმებით შეგიძლიათ დაალაიქოთ გვერდი: Eldrine With Tako Vadachkoria ფეისბუქზე ;)

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons