2/06/2011

გაუპატიურება?!


საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოჰენი, ფრანგულ კომპანია "სისტრაში" მუშაობდა და თბილისში სატრანსპორტო სისტემის რეგულაციის პროექტში მონაწილეობდა. 2011წლის 27იანვარს იგი სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საკუთარ ნომერში, მოკლული იპოვეს. მკვლელობის შესახებ ბევრი ნიუსი გავრცელდა თუმცა ძირითადად ორი ვერსია არსებობს:
პორველი რომელიც საქართველოში აწყობთ და მეორე რომელიც სტეფანის თბილისელმა მეგობარმა ირაკლი ქუთათელაძემ გაავრცელა.
პირველი ვერსიის მიხედვით მოკლული და მკვლელი დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და მკვლელობამდე რამოდენიმე დღით ადრე ერთმანეთს შეხვდნენ კიდეც თბილისის ერთ–ერთ კაფეში, შეხვედრამ მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროში ჩაიარა, მეგობრებმა თითქმის ერთი საათი ისაუბრეს და მომავალი ღამის გეგმებიც შეათანხმეს. შემდეგი შეხვედრის ადგილი კი კოჰენის სასტუმროს ნომერი უნდა ყოფილიყო, ამიშ შემდეგ კოჰენმა მკვლელს საკუთარი ნომრის პლასტიკური გასაღები გადასცა. მოქმედება მეორე დღეს გრძელდება როცა მარიოტის კამერებმა მკვლელი დააფიქსირეს,
 სტეფანის მკვლელი მარიოტის ლიფტში
 იგი სტეფანის პლასტიკურის დახმარებით თავისუფლად სარგებლობს მარიოტის ლიფტით და სტეფანის ოთახშიც ახერხებს შესვლას. ამის შემდეგ მოქმედებაში ჩნდება მარიოტის ერთ–ერთი რუსი კლიენტი ქალბატონი, რომელმაც 412–ე ოთახიდან მამაკაცის ყვრილის ხმა გაიგონა და სასტუმროს ადმინისტრაციას შეატყობინა. რამოდენიმე წუთიანის მცდელობის შემდეგ სასტუმროს დაცვამ ნომერიში შეღწევა მოახერხა და სტეფანის გვამიც იპოვა.
მოკლული სტეფან კოჰენი
თავად მკვლელი არაფერს ამბობს მკვლელობის მიზეზებზე თუმცა სამაგიოროდ ქართველ ჟურნალისტებს არ გასჭირვებიათ საკუთარი დასკვნების დადება, მათი მტკიცებით სტეფანი გეი იყო და მან არასრულწლოვანი მკვლელის გაუპატიურება სცადა. ეს ვერსია გავიგე თუ არა დამებადა კითხვა: რამდენად რეალურია ის რომ როცა ადამიანს გასაუპატიურებლად მისდევენ მან მოახერხოს და გაძარცვს ის ვინც მის გაუპატიურებას ცდილობს? პირადად მე არარეალურად მეჩვენება ეს და დანარჩენი დასკვნები მკითხველისთვის მიმინდია. ჩემი აზრით კარგად დაგეგმილი ძარცვის მსხვერპლია სტეფანი და არაფერი სხვა. ამ აზრს უფრო მიმყარებს მკვლელის მამის სიტყვები, რომელიც საკმაოდ თავდაჯერებულად აცხადებს, რომ თვითონაც იგივეს გააკეთებდა მისი შვილის ადგილას და მოიპარავდა სტეფანის ნივთებს.
ირაკლი ქუთათელაძე

მეორე ვერსია როგორც ზემოთ ავღნიშნე სტეფანის ქართველმა მეგობარმა ირაკლი ქუთთელაძემ გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" დახმარებით გაავრცელა, მისი თქმით სტეფანმა მკვლელი ერთ–ერთი გაცნობის საიტის დახმარებით გაიცნო და შეხვდა კიდეც მას, თუმცა არანაირი სქესობრივი ურთიერთობის სურვილი სტეფანს მასთან არ ჰქონია გამომდინარე იქედან რომ იგი არ იყო პედოფილი. სტეფანს უბრლოდ მისი დახმარება უნდოდა რადგან მკვლელს მანამდე მისთვის ნათქვამი ჰქონდა რომ ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა. ამის შემდეგ სტეფანი ეუბნება თავის მეგობარს რომ მან დაკარგა ნომერში შესასვლელი პლასტიკური ბარათი, თუმცა იგი ხელს ვერ ადებს არასრულწლოვან რადგან მისი ნახვის შემდეგ სხვადასხვა ადგილას იყო. ირაკლის აზრით არასრულწლოვან უბრალო მოეწონა სტეფანის ნივთები და ეგონა ადვილად დაეპატრონებოდა მათ, რის გამოც იგი 26 იანვარს ღამით კვლავ ადის სტეფანის ნომერში, თუმცა სტეფანისგან ხვდება წნააღმდეგობა რის შემდეგაც კლავს მას.
მოპარული ნივთები

გავცრელებული ინფრომაციით დაახლოებით ერთ კვირაში, თბილისში ჩამოსვლას, მკვლელობის დეტალების გარკვევის მიზნით აპირებს სტეფან კოჰენის დედა, სავარაუდოდ ქალბატონს საფრანგეთიდან სპეციალისტების ჯგუფიც ჩამოჰყვება.
ტელეკომპანია იმედი ცნობილია სკანდალური იმიჯით და ამ საქმითაც სცადეს სკანდალის აგორება, მათი თქმით სტეფანის დედა რუსი ეროვნების იყო და სტეფანი ხშირდ სტუმრობდა რუსეთს, გარდა ამისა, იგი რამოდენიმეჯერ იმყოფებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზეც. პირადად მე ვერ მივხვდი რა შუაში იყო ეს მკვლელობასთან ან საერთოდ რაში დასჭირდა იმედს ამ ამბის გახმაურება? განა შეიძლება ყველაფერს პოლიტიკური დატვირთვა მივანიჭოთ???

მოკლედ ამით ვამთავრებ მე ჩემ პოსტს და ბოლოს გთავაზობთ NOCHURA-ს ბლოგის ლინკს რომელიც მის მკითხველებს სთავაზობს სამძიმრის წერილი დაწერონ, რომელიც გადაეგზავნება კომპანია "სისტას", შემდგომში კი კომპანია გამოსცემს სამძიმრების წიგნს რომელიც გადაეცემა სტეფან კოჰენის ოჯახს.

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons