12/03/2010

MTV საქართველოში?!


ქართულ მხარესა და MTVს შორის მოლაპარაკება დიდი ხნისგანმავლობაში მიმდინარეობდა, და დღეს როგორც იქნა ცნობილი გახდა ზუსტი პასუხი, მომავალ კვირას საქართველოში ელოდებიან MTVს მთავარ პროდიუსერს, რომელიც დაათვალიერებს იმ ადგილებს სადაც შესაძლოა კონცერტი გაიმართოს, ანუ მოლპარაკებამ შედეგი გამოიღო. პირველი MTVს ქართული კონცერტი დაჯილდოვების გარეშე ჩაივლის, თუმცა მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, რომ პოპულარული დაჯილდოვების ტრადიცია, საქართველოშიც დამკვიდრდეს. კონცერტი ბათუმში გაიმართება, 2011 წლის ივნისში, უახლოეს მომავალში კი ცნობილი გახდება იმ ვარსკვლავების სია რომლებიც ქართული MTV–ს კონცერტზე იმღერებენ.
ზოგადად მე დიდად არ მიტაცებს ის მუსიკა რომელიც MTVზე ტრიალებს, თუმცა მომეწონა საქართველოში კონცერტის ჩატარების იდეა, ის ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. ქართული მხარის აზრით კონცერტს მინიმუმ დაესწრება 200–300 ათასი ადამიანი, აქედან დაახლოებით 50% იქნება არაქართველი. წარმატებას ვუსურვებ ორგანიზატორებს და ვულოცავ MTVს ქართველ მსმენელებს.
პ.ს Lady Gaga რომ ჩამოვიდეს რა ვქნათ?
ასეთ ფორმაში მყოფს შეწვავენ :X
ასეთ ფორმაში მყოფს კი მმკ ჩაქოლავს :X























მოკლედ ჟან პოლ გოტიემ, საქართველოსთვის სპეციალური სტილი უნდა შეუქმნას გაგას :D

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons