12/13/2010

საატესტატო გამოცდები 2011

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი მაია მიმინოშვილი ბოლო დროს აქტიურად ხვდება აბიტურიენტებს და პასუხობს(შეძლებისდაგვარად) იმ შეკითხვებს რომლებიც მათ აინტერესებთ, დაახლოებით ერთი კვირის წინ მეც ვიმყოფებოდი ამ შეხვდრაზე, აბიტურიენტი ვარ და ვიფიქრე იქნებ გავერკვიო რა ხდება ჩემს თავს მეთქი, თუმცა ბევრი ახალი არაფერი გამიგია.
მთელი ეს შეხვედრა საატესტატო გამოცდებს ეხებოდა, სანამ უშუალოდ თემაზე გადავალ მინდა ჩემი აზრი ვთქვა ამ უკანასკნელზე, სულაც არ მიმაჩნია ეს გამოცდები რაღაც კატასტროფად, მომხრე ვარ რომ იყოს თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო. ცოტა უცნაურია ჩემგან იმას რომ ითხოვენ რაც არასდროს უსწავლებიათ და პლიუს ამას სწავლის დროც არამაქ, მესმის რომ ზღვარი მინიმუმი იქნება და როგორც ყველა გაიძახის ტესტს სუსტზე ოდნავ ძლიერი მოსწავლეც კი ჩააბარებს, მაგრამ ამვდროულად მახსოვს ზუსთად იგივე ქალბატონი მაია მიმინოშვილის სიტყვები მასწავლებლების აკრედიტაციის გამოცდების წინ: პირველი ტესტირება იქნება უმარტივესი, ყველა მასწავლებელი ჩააბარებს! მასწავლებლებმაც დაიჯერეს და რა მოხდა მოულოდნელად? 10000 მასწავლებლიდან 1000მა ძლივს ჩააბარა. თუ გამოცდა ასეთი მარტივი იყო დავიჯერო ის 9000 მასწავლებელი იყო სულელი? ნუ სულელი მასწავლებლები რათქმაუნდა არსებობენ ისე არ  გამომივიდეს თითქოს ყველა მასწავლებელი უნაკლოა მაგრამ რატომღაც მგონია რომ ის 9000 სულელი რომ ყოფილიყო თავს შარს არ აუტეხავდა და სახლში დაჯდებოდა....
ემოციურ ფონზე ცოტა დიდი გადახვევა გამომივიდა და მგონი დროა ყველა აბიტურიენტის თავსატეხს დავუბრუნდე
გამოცდების ჩასატარებლად CAT-ის ტიპის საგამოცდო სისტემა შეირჩა, CAT გახლავთ ინგლისური აბრევიატურა და სრულად ასე გამოიყურება: Computer Adaptive Testing. ამის გაგებამ აღშფოთებული აბიტურიენტები კიდევ უფრო აღაშფოთა, აი მე კი ცოტათი დამაწყნარა. ეს პრინციპი მოსწავლის შესაძლებლობებზეა მორგებული და უფრო მარტივდება თვითონ დავალების პროცესი, თორე როგორც უკვე მოგახსენეთ ადვილი კითხვების მოსვლის იმედი არ მაქვს.....
გამოცდაზე არ იქნება კონკრეტული ბარიერი და არც საკითხების რაოდენობა, გამოცდაზე დადგინდება მოსწავლის შესაძლებლობა და ამის შესაბამისად დავინახავთ კომპიუტერის მონიტორზე გილოცავთ, თქვენ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდა, სხვა შემთხვევაში ყველას თავშეკავებას ვუსურვებ კომპიუტერი ხელში არ შემოგელეწოთ.
მე–12 კლასელებს სწავლა 20 მაისს გვიმთავრდება 21,22 შაბათ კვირაა და ჩემი ვარაუდით 23იდან უკვე დაიწყება გამოცდები, თითო გამოცდას დაეთმობა მაქსიმუმ საათნახევარი და გამოცდებს შორის შუალედი იქნება მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 3 დღე, თუ გავითვალისწინებთ საშუალოდ 2 დღიან შუალედის და იმას რომ ეროვნული გამოცდებიც რამოდენიმე დღით უკან გადმოწიეს მივხვდებით რომ 14გამოცდა ისე გადაებმება ერთმანეთს ვითომც არაფერი. ახლა კი ნამდვილად მეცოდება საკუთარი თავი, სუიციდამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ასეთმა კატასტროფულმა მდგომარეობამ, ეს რათქმაუნდა ხუმრობით ;)
ყველაზე მეტად მე მაინტერესებდა 2 საკითხი: რა მოელოდა მოსწავლეს რომლებსაც მხოლოდ ერთი გამოცდა გაუცდებოდათ(ვთქვათ ჯანმრთელობს მდგომარეობის გამო) და როგორ იქნებოდა წელს გრანტების გაცემა
არ მომრიდებია, ორივეზე ვკითხე ქალბატონ მაიას და ჩემდა საუბედუროდ ორივეზე ისეთი პასუხი მივიღე წინასწარ რომ ვფიქრობიდ ოღონდ ეს არა და სხვა რაც უნდა თქვას შევეგუებითქო. ესეიგი პირველ ვარიანტში მოსწავლე ავტომატურად რჩება ატესტატის გარეშე, შესაბამისად ემშვიდობება უნივერსიტეტს, ნუ საჭირო კი არაა ყველამ უნივერსიტეტი დაამთავროს თუმცა ჰოი საოცრებავ იქნებ და ისეთი ვიღაც დარჩა უატესტატოდ რაღაც ამაზრზენი ქიმიის გამო, რომელსაც მართლაც, რომ მაგარი თავი აქვს სლენგის დონეზე რომ ვთქვათ. გრანტებთან კი კიდევ უფრო რთული სიტუაციაა
ჰუმანიტარული განხრის ბავშვები გრანტებს საერთოდაც ემშვიდობებიან, ემშვიდობებიან კი არა, ვემშვიდობებით უნდა მეთქვა, ნუ საბედნიეროდ ეს ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა და ჯერ კიდევ იმის იმედით ვარ რომ არც დამტკიცდდება... არ შეიძლება ასეთი რადიკალური უგულებელყოფა/მიმხრობა რაღაცისადმი. ადრე საბუნებისმეტყველო საგნები მოისპო და აწი მემგონი საერთოდ რაც ტექნიკური განხრის არაა ყველაფერი მოისპობა....
საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი ვიყავი მთელი 15 წელი, მაგრამ ახლა როცა 16ის ვარ უკვე რაღაც ამბიციები გამოჩნდა, ვიღაცამ ხომ უნდა დაალაგოს ეს არეულობა?
ჰოდა მოვდივარ რეფორმებით ;)
პ.ს თუ რათქმაუნდა ქიმიამ ან ფიზიკამ რაღაც საშინელება არ დამმართა :D
პ.პ.ს არ დამმართებს :D უფრო სწორად ვერ დამმართებს!!!!!!!!!!!!!!!!!!
პ.პ.პ.ს ჩემსავით იმედიანად ყოფნას გისურვებთ ყველას :D

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons