10/31/2010

HaLLoWeeN

დღეს ჰელოუინია, გილოცავთ ყველას.
ვინც არ იცით მინდა მცირე ინფორმაცია გითხრათ ჰელოუინზე:
ჰელოუინი არის კელტური დღესასაწაული რომელიც ტარდება ყოველი წლის 31 ოქტომბერს, ეს დღესასწაული დაიბადა თანამედროვე საფრანდეთის, ინგლისის და ირლანდიის ტერიტორიებზე. დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი ემიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება ბრიტანეთში, აშშ-ში, კანადაში, ირლანდიაში, პუერტო რიკოში, იაპონიაში, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, მოკლედ ნახევარ მსოფლიოში. გამონაკლისი არც საქართველოა თუმცა მხოლოდ ვიწრო წრეებშია მისი აღნიშვნა შესაძელებელი რადგან ყველას კარგად გვახსოვს რა მოხდა 2008წლის 31 ოქტომბერს თბილისში, გუშინ piccolina–ს პოსტი წავიკითხე ჰელოუინის შესახებ და იგივე კითხვა მეც გამიჩნდა რაც მას. რატომ არ დააკავეს 2008წელს ჰელოუინის დარბევის მონაწილეები?

გაურკვეველი წარმომავლობის დაჯგუფებები, აქტიურად ეწევა ანტი–ჰელოუინურ კამპანიას, საიტიც კი შექმნეს ამის შესახებ, ამ საიტზე არაფერს ვიტყვი, სჯობს თავად იხილოთ და იხალისოთ. ჰელოუინის  განუყრელი ნაწილი Trick-or-Treat მათი აზრით არის ეშმაკების ძღვენის შეგროვები ერთ-ერთი საშუალებაა. არამგონია ეშმაკებს ისე უჭირდეთ რომ ჰელოუინზე შეგროვებული ძღვენით საზრდოობდნენ :D
ამის გარდა ბევრ მარგალიტს ნახავთ საიტზე, მოკლედ გასართობად გამოგადგებათ :D

Jack-o'-lanterns

შეიძლება არ მოგწონდეს ჰელოუინი არავინ გაძალებს, მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა უფლებით უკრძალავენ ხალხს ჰელოუინის აღნიშვნას გაურკვეველი წარმომავლობის რელიგიას ამოფარებული ადამიანები???
ნუ მეორეს მხრივ ეს აკრძალვა კარგიცაა რადგან ხომ იცით აკრძალული ხილი ყველას იზიდავს, ეგეც რომ არა შავი პიარი საუკეთესო პიარია, "Haters make me famous" ყოველთვის ამართლებს. ბუნებრივია რაც უფრო მეტად გააპიარებს ჰელოუინს რელიგიური ფანატები, მით უფრო დაინტერესდება ხალხი. ბლოგერების უმეტესობამ დაწერა პოსტი ჰელოუინის შესახებ და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აკრძალვების არარსებობის შემთხევაში არცერთი პოსტი არ დაიწერებოდა, თუნდაც ეს რომელსაც ამ წუთას კითხულობთ.
წელს ჰელოუინი დაგეგმილია მაგთი კლუბში, გურუში, რამოდენიმე პატარა კაფეში და რაც ყველაზე მთავარია თავისუფლების მოედანზე. ზუსტად არ ვიცი ჩატარდება თუ არა, თუმცა ის ვიცი რომ იგეგმება და ბევრი მომხრე ჰყავს, მეც მათ შორის J იმედია დღეს ამ პოსტს მმკ–ელები არ ნახავენ და არ წავლენ გურუს ან მაგთი კლუბის დასარბევად.
    ჰელოუინი უბრალოდ არის დღე ხალხის გასართობად და არაფერი სხვა, ნუ ცდილობთ რაღაც თითიდან გამოწოვილი მიზეზებით მისი "სახელის გატეხვას". გინდაც სატანური იყოს ვისი რა საქმეა ვისაც უნდა აღნიშნავს ვისაც უნდა არა. რამე პრობლემას ხედავს ვინმე ამაში? არ მოგწონს ნუ აღნიშნავ დაიძინე ტკბილად 31-ში ღამით, მე კიდე მაგრად გავერთობი დრაკულას კოსტუმში გამოწყობილი, რომელიც ამაზონიდან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის "გამოვიწერე"

პოსტის ბოლოს კი გთავაზობთ ჰელოუინის სიმბოლოდ ქცეულ სიმღერას "This is Halloween" ლირიკებიც არის და ვისაც გინდათ შეგიძლიათ ისწავლოთ :D მიყვარს ეს სიმღერა <3


Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons