10/27/2010

ვემშვიდობებით წინასწარმეტყველს

   მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წყლის ბინადარი, რვაფეხა პაული, ოკეანარიუმის თანამშრომლებს 26 ოქტომბერს, დილით გარდაცვლილი დახვდათ, მას მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი და არანაკლები მტერიც ჰყავდა, ის უყვარდათ და სძულდათ, ცხოვრება პაულმა საკუთარ აკვარიუმში 26 ოქტომბერს 4 წლის ასაკში დაასრულა.
ყველაფერი კი ასე დაიწყო:
   პაულმა არნახული პოპულარობა ფეხბურთის 2010წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოიპოვა, მან გერმანიის ნაკრების ყველა თამაშის პროგნოზი გამოიცნო და მომავალი ჩემპიონისა და მესამე ადგილოსანის ვინაობაც იწინასწარმეტყველა, ერთი ჩვეულებრივი ოკეანარიუმის არფრით გამორჩეული რვაფეხა რამოდენიმე კვირაში ვარსკვლავად იქცა, მისი პროგნოზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებები იწყებოდა, მასში ასი ათასობით ევროს იხდიდნენ, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები კი მის ოკეანეში გაშვებას ითხოვდნენ, მას შემდეგ რაც პაულმა ზედიზედ 8 მატჩის შედეგი გამიცნო, მხოლოდ ბრიტანულმა ტოტალიზატორმა "William hill"-მა  ნახევარ მილიონზე მეტი ფუნტი იზარალა, ზოგჯერ პაულის წინასწარმეტყველება უფრო მეტ ინტერესს იწვევდა ვიდრე თავად მატჩი, შეიძლება თამამად ითქვას რომ ჩემპიონატის გამორჩეულ გმირებს შორის რვაფეხა პაულიც იყო, გულდაწყვეტილ არგენტინელებს მისი ყიდვა და სუშის მომზადება უნდოდათ, ესპანეთის მთავრობა კი პაულს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობდა. ყველაფერი ეს კი 26 ოქტომბერს დასრულდა, ოკეანარიუმის ხელმძღვანელმა მსოფლიოს პაულის სიკვდილი შესახებ აცნობა, და თან პაულის ფნებს სასიხარულო ინფორმაცია მოახსენა, მათ პატარა რვაფეხა პაულის შვილი ეზრდებათ, რომელიც აკვარიუმში მამასთან ერთად ბინადრობდა და სავარაუდოდ წინასწარმეტყველების საიდუმლოებებიც ნასწავლი აქვს, მას სავარაუდოდ პაულ მეორეს დაარქმევენ. . .
R.I.P Paul =)
     

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons