8/01/2010

დაკარგულები(LOST)



რამოდენიმე წუთის წინ შემთხვევით ჩემი საყვარელი სერიალის დაკარგულების რეკლამა ვნახე, მეც მიკვირს აქამდე რატომ არ გამახსენდა ამ ფილმზე დაწერა, ის ხომ შედევრია რომელმაც თავისი ეპოქა შექმნა. სერიალი მსოფლიოს 180–ზე მეთ ქვეყანაში უჩვენეს და ტელევიზიაში ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარეს. ამერაიკაში კვირაში თითო სერიას უჩვნებდნენ მაყურებლებს და პარალელრად ახალ სერიებს იღებდნენ, თითო სერიას საშუალოდ 24 მილიონი მაყურებელი ჰყავს მხოლოდ ამერიკაში, ასეთი სტატისტიკა მხოლოდ ფეხბურთის მატჩების დროსაა დაფიქსირებული. ინტერეტში დაკარგულების ათიათასობით ფან კლუბია შექმნილი, ფეისბუქზე ფილმს თითქმის 5 მილიონი ფანი ჰყავს. პარალელუყრად შეიქმნა თამაში LOST EXPERIENCE რომელიც ასევე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თამაშაიქცა სულ მოკლე ხანში. ფილმის პროდიუსერები არიან ჯეი-ჯეი აბრაამსი, ჯეკ ბენდერი და დეიმონ ლინდელოფი.
ოუშენიკის 815-ე რეისი წყნარი ოკიანი სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა, 48 ადამიანი გადარჩა, იდუმალ კუნძულზე სახლიდან შორს ისინი გადარჩენისთვის იბრძოდნენ, კუნძულძე არის იდუმალი მონსტრი რომელიც კვამლის სახით მოდის. დაკარგულეი კუნძულზე ნახულობენ დამიანებს საკუთარი წარსულიდან, მაგალითად ჯეკმა კუნძულზე გარდაცვლილი მამა ნახა, პროდუსერების განცხადებით ფილმში ეს გმრის ხასიათის წარმოსაჩენადაა საჭირო.
ჯეკი:
ჯეკი კუნძულის ერთ-ერთი გმირია, ის ექიმია, ის თითქოს ისეთი ადამიანია რომელიც კუნძულძე დაკარგულებს ჭირდებათ, რომ ლიდერის ფუნქციები შეითავსოს და წინ გაუძღვეს მათ, ის მამის ერთგვარი ტირანიის ქვეშ იზრებოდა, ამიტომ მას საკუთარ თავში ხშირად ეჭვი ეპარება.
ქეითი:
ქეითი ავსტრალიაში შეერთებული შტატების პოლიციის აღმასრულებელმა დააკავა, მან საკუთარი მამა ააფეთქა, ქეითი რეალურ ცხოვრებაში პრობლემებს გაურბოდა, მას არჩევანი ვერ გაუკეთებია ჯეკსა და სოიერს შორის, ქეითმა იცის რომ ჯეკი მისთვის ყველაფერს გააკეთებს თუმცა სოერი არის კაცი რომელიც ძალიან იზიდავს.
სოიერი:
თვითმფრინავძე მოხვედრამდე სოიერი თაღლითი იყო, ის კუნძულზეც აგრძელებს თაღლითობას
ლოკი:
მას ყოველთვის ეუბნებოდნენ რომ ის განსაკუთრებულ იყო, მას რაღაც მისია ჰქონდა მაგრამ საბოლოოდ ეტლში აღმოჩნდა, კუნძულზე კი ლოკმა აღმოაჩინა რომ სიარული შეუძლია.
საიდი:
საიდი ბევრჯერ შეეცადა გათავისუფლებულიყო იმ ბნელი სულისგნ რომელიც მასში ბუდობდა, მას ტვირთად აწევს რომ ხალხი ჰყავს ნაწამები და ეს ძალიან მძიმე ტვირთია, მან თავი დააღწია მძიმე ცხოვრებას რომელსაც ერაყში ეწეოდა და თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ეძებდა ქალს რომელის მისი ცხოვრების ერთადერთი სიყვარულია.
ჰარლი:
ის არის ადამიანი რომელის კუნძულძე თავისი ადგილის პოვნას ცდილობს, ჰარლიმ ლატარიაში ფული მოიგო მაგრამ ამ ფულმა მას მხოლოდ უბედურება მოუტანა(ნუ ინატრებთ ჯეკპოტს, რა იცი რა ხდება)
ბენი:
ბენს კუნძულზე ცხოვრების რთული ისტორია აქვს, ის დარმას წევრი იყო და მამასთან ერთად ამ ხალხთან ცხოვრობდა, ამან იგი საკმაოდ რთულ პროვნებად აქცია, მან საკუთარი მამა მოკლა, შეიძლება ითქვას რომ მთელი დარმა ინიციატივა ბენმა გაანადგურა და იგი ამის შემდეგ სხვების ლიდერად იქცა.
ჯულიეტი:
ჯულიეტი ექიმია, რომელიც მაიამიში ცხოვრობდა მაგრამ სხვებმა მოტყუებით გადმოიბირს, მას ეგონა რომ ფარმაცევტულ ორგანიზაციაში სამუშაოდ მიდიოდა, შემდეგ კი აღმოაჩინა რომ კუნძულზე იყო. ამის შემდეგ ჯულიეტი ხვდება რომ ბენი თავის ჭკუაზე ატარებს და უჩნდება სახლში დაბრუნების სურვილი, ამისათვის კი ტოვებს სხვებს დ დაკარგულებთან მიდის.
სანი და ჯინი:
ეს ცოლქმარი წარმოშობით კორეიდანაა, თავიდან იქმნება წარმოდგენა თითქოს ჯინი მოძალადე ქმარია, სანი კი მოჩილი ცოლი, მაგრამ შემდეგ ირკვევა რომ სანი ქმარს ღალატობდა. იგი კუნძულზე ჯინისგან დაფეხმძიმდება.
რიჩარდი:
რიჩარდი ფილმში ყველაზე იდუმალი პიროვნებაა, ის ერთ-ერთი სხვებთაგანია, უცნაური ის არის რომ დროის გასვლის მიუხედავად ყოველთვის ერთნაირად გამოიყურება, მიუხედავა იმისა რომ დრო გადის.
დესმონდი:
დესმონდი ამ კუნძულზე გემის ჩაძირვის შედეგად გამოირიყა, მას სურდა გემით დედამიწისთვის შემოეარა რომ თავი გამოეჩინა, პენი უიდმორის წინაშე, იგი იყო ქალი რომელიც მას უყვარდა, გემის ჩაძირვის შემდეგ პენი და დესმონდი ერთმანეთს შორდებიან მაგრამ პენი დესმონდს ძებნას არ წყვეტს.
.
კლერი:
კლერი ავიაკატასტროფის მომენტში 8 თვის ფეხმძიმე იყო და ძალალიან მალე ბიჭი გააჩინა, რომელსაც აარონი დაარქვა, მეოთხე სეზონში კლერი იკარგება და მხოლოდ მეექვსე სეზონში ბრუნდება უკან.
ჩარლზ უიდმორი:
ჩარლზ უიდმორი ფილმის თითქმის ყველა გმირის ცხოვრებაში ფიგურირებს, მაგრამ არ ვიცით ამ კუნძულთან რა აკავშირებს, ის კი ვიცით რომ ჰყავს ქალიშვილი პენი, რომელიც დესმონდის შეყვარებულა



დარმა ინიციათივა:
დარმა ინიციატივა ამ კუნძულძე 70იან წლებში მოქმედებდა, ისინი კუნძულზე სამყაროს გასაუმჯობელებლად ჩამოვიდნენ, მაგრამ ვინც კარგად დააკვირდება მათ მოქმედებას მიხვდება რომ ისინი ამ კუნძულძე მყოფ ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ფილმში ისინი აღმოაჩენენ კუნძულზე მყოფ აბორიგენ მოსახლეობას, რომლებსაც სხვებს დაარქმევენ.
მესამე სეზონის ბოლოს ჯეკი მაშველებს უკავშირდება, რომელთა გემიც კუნძულთან ახლოს დგას, გემიდან ვერტმფრენი გამოფრინდება, დაკარულები იჯერებენ რომ ეს პირველი ნაბიჯია მათი გადარჩენისკენ. გემზე ორი ჯგუფია, მეცნიერები და სამხედროები. მნეცნიერებს ექსპერიმენტის ჩატარება და კუნძულის გამოკვლევა უნდათ, სამხედროები კი ამ დროს ბენის პოვნას ცდილობენ, მათ ასევე დავალებლუი აქვთ მოკლან ყველა ვინც კუნძულზეა. კუნძულის გადარჩენს მიზნით ბენი სადგურ ორქიდეას ქვეშ ჩადის სადაც ბორბალია, რომლის დატრიალების დროსაც კუნძული დროსა და სივრცეში გადაადგილდება. ამის შემდებ დაკარგულები სახლიკენ მიემართებიან, თუმცა ირკვევა რომ გემი დანაღმულია, და ვერტმფრენი კუნძულზე დაბრუნებას გადაწყვეტს, თუმცა ამ დროს კუნძული ქრება და ვერტმფრენი ღია ზღვაში ვარდება, საბედნიეროდ მათ გასაბერი ნავი აქვთ, რამოდენიმე საათიანი ცურვის შემდეგ 6 გადარჩენილს პენი უიდმორის გემო იპოვის. ამის შემდეგ გადარჩენილები(ჯეკი, ქეითი, საიდი, სანი, ჰარლი და აარონი) კუნძულზე დარჩენილი მეგბრების დასაცავად გადაწყვეტენ იცრუონ. ამ ადამიანებს სახლში დაბრუნების შემდეგ ოუშენიკი ექვსეული დაარქვეს. სახლში დაბრეუნების შემდეგ ჯეკი იგებს რომ კუნძულზე საკუთარი და, კლერი დატოვა. ყველა სახლში დაბრუნებულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება აქვს, ამიტომ ისინი უკან დაბრუნებას გადაწყვეტენ. დაკარგულების ყველა სეზონი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია თუმცა ყველა სეზონი ცალკე წიგნივითაა რომელსაც საკუთარი შინაარსი აქვს. ეს იყო დაკარგულების მიმოხილვა პირველიდან მეოთხე სეზონის ჩათვლით. ამ პოსტს აუცილებლად ექნება გაგრძელება რომელშიც ბოლო ორ სეზონს მიმოვიხილავ. ბოლოს კი გთავაზობთ ერთ საინტერესო ფოტოს რომელზეც გამოსახულია იმ კუნძულის გეგმა სადაც დაკარგულებმა მთელი ეს პერიოდი გაატარეს 6 სეზონის მანძილზე

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons