8/18/2010

ინდიგო ბავშვები

დაახლოებით ორი წლის წინ რომელიღაც ჟურნალში ვნახე მცირე ზომის სტატია სახელად "ახალი რასა დედამიწაზე" დავინტერესდი და აქტიურად დავიწყე ინდიგო ბავშვებზე ინფორმაციის ძებნა, ვეძებდი ინტერნეტში, წიგნებში, ვეკითხებოდი ბიოლოგიის მასწავლებელს რომელმაც ვერაფერი საინტერესო ვერ მითხრა, ამის გამო ნერვები მომეშალა და საერთოდ აღარ ველაპარაკები იმ ქალს :დ სამწუხაროდ საქართველოში არც ისე დიდი ყურადღება ექცევა ამ ბავშვებს რასაც ვერ ვიტყვი მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე. მოკლედ დღეს გადავწვიტე გაგაცნოთ მცირე ინფორმაცია ინდიგო ბავშვებზე და პოსტის ბოლოს შემოგთავაზოთ ინტერვიუ ჩემ ინტერნეტ მეგობართან რომლის ძმაც ინდიგოა.


ტერმინი "ინდიგო ბავშვები" პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში. თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა 1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი "ინდიგოს ბავშვები". ინდიგო ბავშვებს უწოდებენ ასევე "ახალი ცნობიერების ადამიანებს", "იისფერი რასის წარმომადგენლებს", "ზეციურ მოციქულებს", "ათასწლეულის ბავშვებს", ზოგი მეცნიერი მათ "NEW AGE"-ს, ანუ "ახალ ეპოქის ადამიანებს" უწოდებს.
კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგო ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.
ინდიგო ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ერთ–ერთი ვერსიით ინდიგო ბავშვი უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება, ღვთის საჩუქარია და ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა(ეს აზრი ჩემთვის დაუჯერებელია, მაშინ ყველა ინდიგოს მშობელი სუროგატია, რაც სისულელედ მეჩვენება) ინდიგო ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავდროულად საკმაოდ პრინციპულიც. მათ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა, შესწევთ უნარი, მიიღონ ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალი ათასი კილომტრის იქით ხდება, იმსჯელონ სამყაროს ბედზე, მოგვითხრონ წარსული ცხოვრების შესახებ. მათ არ სჭირდებათ "ცდისა და შეცდომის" გზის გავლა - ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ სწორ გზას, რომელიც ჩვენ შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს. ისინი უარყოფენ წესებს. ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება "ინდიგო ბავშვებს"
მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.
გარდა ამისა, "ინდიგო ბავშვები" ითხოვენ ბევრ ყურადღებას და ითავისებენ, რომ სიცოცხლე ძალიან ძვირფასია იმისათვის, რომ იგი ტყუილად გაფლანგო. მათ სურთ, რომ ცხოვრება დატვირთული იყოს მოვლენებით და ხშირად მოვლენებს აჩქარებენ, რათა საკუთარი შედეგები დაინახონ. ასეთი ბავშვები შესაძლოა, ემოციურად ცოტა გაუწონასწორებულები იყვნენ და ამასთან მათ ვერ წარმოუდგენიათ რაიმე ქმედება, რომელიც სიყვარულზე არ არის დაფუძნებული. აქ ჩვენ მივედით "ინდიგო ბავშვების" კიდევ ერთ შტრიხზე – ეს არის გულისხმიერება და სიყვარულის გამოვლენის დიდი უნარი. მათი პრინციპულობისა და ზოგჯერ მოჩვენებითი უხეშობის მიღმა საოცრად გულისხმიერი და მოსიყვარულე ადამიანი დგას.

ინდიგო ადამიანის თვისებები:

1) ისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ
2) კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
3) არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ
4) საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი და ა.შ
5) იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით
6) რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
7) თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათი არავის არ ესმის
8) ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს "მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს")
9) ინდიგო ბავშვი მგრძნობიარე და სუსტია. მისგან შეიძლება დადგეს როგორც გენიალური შემოქმედი, ისე გარეწარი. როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.
10) გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
11) საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას – სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.

პარალელებს ჩემი და ინდიგო ბავშვების თვისებებს შორის:

1) არ ვიცი ეს ჩემი ზედმეტი თავდაჯერებულობის ბრალია, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის თუ "ინდიგოობის" მაგრამ მე მართლაც რომ კარგად ვიცი რა მინდა
2) ამაზეც იგივე პასუხი მაქ რაც წინა პუნქტზე
3) ეს თვისება ჩემში მძაფრადაა რაც სკოლაში მიქმნის პრობლემებს დირექციასთან, თუმცა საერთო ჯამში ვერაფერს მაკლებენ, ისევდაისევ ჩემი ზედმეტად თავდაჯერებულობის გამო ალბათ...
4) ესეც ჩემი თვისებაა რაც არ მომწონს არ ვაკეთებ, თუ მიზეზს მკითხავენ პასუხი მარტივია: მე ასე მინდა... ამის დამასაბუთებელ ფაქტად შეიძლება მოვიყვანოთ საგანი ფიზიკა რომელიც არ მომწონს და არ ვსწავლობ!
5) ესეც მახასიათებს და ამის გამო ხშირად ვლანძღავ ადამიანებს რომლებიც კონკრეტულ მომენტში დადგენილი მეთოდებით მუშაობენ, ხშირად გაიგონებთ ჩემი პირიდან მათი მიმართულებით ფრაზას: ზომბები ხომ არ ხართ?!
6) ეს დიდი პრობლემური საკითხია ჩემთვის, ჩემი ამ თვისებიდან გამომდინარე უმეტესობა "რთულ ბავშვს" მიწოდებს
7) ადრე მქონდა ეს შეგრძნება როცა მხოლო სკოლის მეგობრებით შემვიფარგლებოდი, თუმცა ბოლო წლებია გავცდი სკოლას და ვიპოვე ჩემი "მენტალიტეტის" ადამიანები, ასე რომ ახლა თამამად ვაფიქსირებ ჩემ აზრს რაც არ უნდა ეპატაჟური იყოს ეს საზოგადოებისათვის
8) რა უბედურებაა ამდენი დამთხვევა ჩემ მაგალითზე დაწერეს ეს ყველაფერი? :D
9) მგრძნობიარე და ემოციური ვარ თუმცა ვერ ვიტყვი რომ სუსტი... აი ჩემ მომავალ მოღვაწეობაზე კი წინასწარ საუბარი არ ღირს, დრო გვიჩვენებს, მეც აქ ვარ და ჩემი ბლოგიც, რომელიც მოგახსენებთ ამის შესახებ...
10) უბრალოდ გამძაფრებული არა ძალიან გამძაფრებული მაქვს, მცირე უსამართლობის გამოც კი შემიძლია სკანდალი მოვაწყო, ამას დაადასტურებს ნებისმიერი ფორუმის ადმიანისტრაცია რომელზეც ვყოფილვარ, ამიტომ ხშირად საძულველი იუზერი ვარ
11) აქ კი არც თუ ისე კარგად მაქვს საქმე, ვერ ვერკვევი ტექნოლოგიებში, უფრო სწორად ვერკვევი თუმცა არც ისე კარგად რომ აღსანიშნავად ღირდეს.


მოკლედ ბევრი ლაპარაკი გამომივიდა ჩემზე, ეს პოსტი ჩემზე კი არა ინდიგოებზეა ამიტომ დაპირებისამებრ გთავაზობთ ჩემ პირველ ინტერვიუს(ვეცადე თავი ჟურნალისტად წამომედგინა)


–სალამი ნინკა :)
–სალამი
–საიდან გაიგეთ შენი ძმის შესახებ? რომ ის ინდიგოა?
–უკრაინაში, ოდესაში ცხოვრობს და იქ კიეველი მკვლევართა ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც ადამიანის აურას აღბეჭდავდნენ ფირზე, ნიკაც მათი ერთ–ერთი ასე რომ ვთვათ ფირი იყო და მოულოდნელად ულტრაიისფერი აურა აღმოაჩნდა
–კიდევ ბევრი ინდიგო აღმოაჩინეს ნიკასთან ერთად?
–მთელ სკოლაში მხოლოდ 4.... 1 – მესამეკლასელი. 1 – მეორეკლასელი და 2 – მეოთხეკლასელი
–და თავად ნიკა რომელ კლასში იყო მაშინ?
–მაშინ მეორეში იყო, ახლა მეოთხეშია...
–ოჯახს რა რეაქცია ჰქონდა ამ საკითხზე?
–ნიკას მშობლები ამ ფაქტს სკეპტიკურად უყურებენ, ნიკა კიევში კვლევლით ცენტრში იყო მიწვეული, თუმცა მშობლებმა უარი თქვეს და არ გაუშვეს... საწუხაროდ...
–ბუნებრივია გეცოდინება რომ ინდიგო ბავშვებს დროთა განმავლობაში განსაკუთრებული უნარები უნვითარდება, ნიკას თუ ამჩნევ რამეს?
–ამას 2წელია ვაკვირდები და ისეთი ხელჩასაჭიდი არაფერი. ერთი ისაა რომ სულ გაიძახის მე თუ რაიმე მოვინდომე აუცილებლად გავაკეთებო. თუმცა ამას ნებისმიერი ბავშვი იტყვის რომელსაც განვითარებული ფანტაზია აქვს. გამიგია ინდიგოს უნდა დაეხმარო თვითრეალიზაციაშიო, თუმცა მე არ ვიცი როგორ. ერთი ის ვიცი რომ ნიკაში რაიმე განსაკუთრებულს არავინ ეძებს, ჩვეულებრივად ზრდიან: ათამამებენ, ტუქსავენ, სჯიან და ა.შ
–გარდა განსაკუთრებული უნარისა მის ხასიათში ხედავ რაიმე უჩვეულოს? რაც გამოარჩევს ჩვეულებრივი ბავშვისაგან?
–მეტისმეტად ნიჭიერია, ყველაფერს მარტივად ითვისებს, ზედმეტად სამართლიანი და უსაზღვროდ ჯიუტია. მეტი არაფერი მგონი ოცდამეერთე საუკუნეში ყველა ბავშვი ასეთია.
–სკოლაში როგორააქვს ნიკას საქმე?
–ნიკას მე თვითნ ვამეცადინებ და ვიცი რა ცოდნით ვუშვებ სკოლაში,იქ მასწავლებლებს რაღაცას უპროტესტებს და პრინციპის გამო იძახის არ ვიციო,ან მოყოლა არ მინდაო, ამის გამო დაბალი ნიშნები აქვს. მაგრამ ეს ფქტი არანაირად არ მოქმედებს მის თვითშეფასებაზე. მყარი არგუმენტი აქვს მასწავლებლის წინააღმდეგ: "ის სულელია, არაფერი იცის" და ამით მთავრდება მასთან კამათი.
საკმაოდ აგრესიულია, შარშან კლასელი მხოლოდ იმიტომ სცემა რომ მან უთხრა კამიკაძე ქართველი არ არისო, არადა ნიკამ ზუსტად იცის რომ "ძე"–ზე დაბოლოებული გვარის პატრონი ყველა ქართველია.....
ჩემი აზრით მასწავლებლის სასჯელია კლასში ინდიგო ბავშვი თუ რაიმე სპეციალურ პროექტს არ შეიმუშავებენ მათთვის. ნიკა მისი კაპრიზებით და გაუთავებელი შენიშვნებით იმდენს მოახერხებს რომ მალე არცერთი მისი მასწავლებელი აღარ იქნება ნორმალური ფსიქიკის პატრონი.......
მოკლედ ასე დავასრულე ჩემი პირველი ინტერვიუ, ნიკა პატარა რომ არ იყოს მასაც სიამოვნებით გავესაუბრებოდი, თუმცა დაცდა მომიწევს სანამ ცოტა წამოიზრდება.
პოსტის ბოლოს როგორც მჩვევია მინდა ლინკი შემოგთავაზოთ:
ეს საიტი არის ერთ–ერთი ინდიგო ბავშვის რომელსაც საოცარი ხატვის ნიჭი აქვს, გაოგნებული ვარ, უბრალოდ ნახეთ და ისიამოვნეთ.


P.S ცოტა ხნის წინ შევიტყვე რომ ყველა ადამიანი ჩემსავით კარგად არ ყოფილა ინდიგო ბავშვების მიმართ განწყობილი თუმცა ამაზე მერე ვისაუბრებ - მაშინ როცა საკმაო ინფორმაციას დავაგროვებ...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons