6/15/2010

სკოლების ბრენდირება

დღეს ფეისბუქზე სიახლეებში ბმული ვნახე, რომელიც სკოლების ბრენდირებას ეხებოდა, მეც სკოლის მოსწავლე ვარ და ბუნებრივია დამაინტერესა, გავეცანი ძირითად ინფორმაციას და ახლა მინდა თქვენც გაგაცნოთ.
მოკლედ, 2010 წლის სექტემბრიდან იწყება სკოლების ბრენდირება, რომელიც საჯარო სკოლებისთვის სავალდებულო, ხოლო კერძო სკოლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება.

ბრენდირება ნიშნავს სკოლების შეფასებას ათ ვარსკვალვიანი სისტემით სხვადასხვა კრიტერიუმებით. მაგალითად: ინსტიტუციური მონაცემები, სწავლა/სწავლება, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამებში/პრექტებში მონაწილეობა, აკრედიტაცია.

შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას ავტომატურად აქვს მინიჭებული ხუთი ვარსკვლავი, ხოლო მომდევნო ხუთის მინიჭება ხდება ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით. სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება თითოეული კომპონენტი და მისი შესაბამისი შეფასება. ყველა სკოლა თავად მოახდენს თვითშეფასებას და გაგზავნის მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. მონაცემების გადამუშავების შემდეგ მას მიენიჭება შესაბამისი ვარსკვლავი. იმისათვის, რომ არ მოხდეს მიკერძოებული შეფასება, სამინისტროში სპეციალურად შექმნილი კომისია მინისტრის პირველი მოადგილის აკაკი სეფერთელაძის ხელმძღვანელობით მუდმივად განახორციელებს სკოლის მიერ თვითშეფასების შედეგად მიღებული მონაცემების გადამოწმებას. მონაცემების განახლება მოხდება წელიწადში ერთხელ.

ბრენდირების ძირითადი მიზანია სკოლებს შორის კონკურენტული გარემოს შექმნა და მათი წახალისება სასწავლო პროცესის სრულყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 10 ვარსკვლავის მქონე სკოლის კურსდამთავრებული ავტომატურად მიიღებს ზოგადი განათლების ატესტატს და მისთვის მინიმალური კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ჩაბარება არ იქნება აუცილებელი.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია:
1) პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა
2) ინსტიტუციური მონაცემები
3) სწავლა/სწავლება
4) მასწავლებელთა კვალიფიკაცია
5) აკრედიტაცია
როგორც გავიგე ინსტიტუციურ მონაცემებში შედის:
1)სკოლის შენობის მდგომარეობა
2)სკოლის ინვენტარი
3)სკოლის შიდა რესურსები
4)სკოლის სისუფთავე
5)სკოლის დაცვა
რაც ცოტა არ იყოს არ მომეწონა.
რატომ უნდა ჩავაბარო მე, კარგმა მოსწავლემ გამოცდები მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩემი სკოლა ცუდ მდგომრეობაშია და სხვა ბავშვებიც არ სწავლობენ?!
ან თუ მე ცუდი მოსწავლე ვარ რატომ უნდა "გავძვრე" უგამოცდოდ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჩემი სკოლა კარგად გამოიყურება და სხვა ბავშვებიც კარგად სწავლობენ?
მოკლედ ეს იყო ერთადერთი ნაკლი რაც მე ამ პროექტში დავინახე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მასწავლებლები ნიშნების დარიგებას დაიწყებენ ვითომდა აკადემიური მოსწრება კარგი გვაქვსო, მაშინ პრობლემა განათლების რეფომაში კი არა პედაგოგებში უნდა ვეძებოთ...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons