6/14/2010

გოგონა გარეუბნიდან


"Nigth show studio"–მ დაახლოებით 1 თვის წინა კიდევ ერთი ახალი პროექტი "გოგონა გარეუბნიდან" წარმოგვიდგინა, ეს ჯგუფი ჩემთვის ხარისხთან და წარმატებასთან ასოცირდება, მე ჯერ მაგათი გაკეთებული ცუდი პროექტი არ მინახავს, დავიწყოთ იმ დროიდან როცა "რუსთავი 2"ზე იყვნენ, ყველაზე ყურებადი პროექტი იყო იმ დროს "შაბათის შოუ" და "ღამის შოუ", გოგიჩაიშვილის გუნდის წასვლის შემდეგ გაბანძდა ეს პროექტები, როგორც იტყვიან ხოლმე. "იმედზე" "Nigth show studio"–ს პირველი პროექტი, იუმორისტული სერიალი, ამერიკული "friends"-ის ანალოგი "შუა ქალაქში" იყო, რომელმაც თვის დროზე ყველა რეკორდი მოხსნა, შემდეგი იყო "ღამის შოუ", შუა ქალაქისგან განსხვავებით არც ისე წარმატებული გამოდგა თუმცა მე მომწონს, ინგლისური იუმორი აქვთ და მიმაჩნია რომ ყველაზე დახვეწილი იუმორია, ამის შემდეგ ასპარეზზე ყველაზე არაორდინალური შოუ გამოჩნდა ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად რომელმაც მოახერხა და მტირალათა შოუს გადაუსწრო რეიტინგით, როგორც ჩანს ხალხს მობეზრდა ტირილი, ამას ასათიანიც მიხვდა და ცოტათი გაახალისა შოუ თუმცა მისი ხმის ტემბრი ჩემთვის უკვე მტირალასთან ასოცირდება...
მოკლედ ბოლო პროექტი "ღამის შოუსგან" როგორც უკვე ავღნიშნე არის "გოგონა გარეუბნიდან" რომელიც კოლუმბიური “yo so betty, la fea”-ს ქართული ანალოგია და არა "ugly Betty"-ს როგორც ბევრი ამბობს, თავის დროზე ამერიკული "ugly Betty"–ც კოლუმბიური "yo so betty, la fea"ს ანალოგი იყო, ამ ფილმის 19 ვერსია არსებობს და ერთ–ერთია ქართული გოგონა გარეუბნიდან რომლის შესახებ უკვე დაიწერა უცხოურ საიტებზე რაც კარგი დასაწყისია.
ამ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოს ყველა yo "so Betty, la fea"–ს ანალოგი


როგორც დარწმუნდით საქართველოში არ გასულა მარტო ეს პროექტი და ამიტომ მგონი ზედმეტია რეპლიკები ზოგიერთისაგან: „პლაგიატი ქართველები“ და ა.შ
სხვა თუ არაფერი ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ პლაგიატობა სხვისი იდეების მოპარვას ნიშნავს და დამერწმუნეთ ისეთ მასშტაბურ ადგილას როგორიც ტელევიზიაა ამას ვერავინ გაბედავს, ასე რომ მიდა დაგაწყნაროთ და გითხრათ რომ ეს პროექტი ლიცენზირებული, ნაყიდი პროექტია.
ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი თამუნას და ნიკას ყველა უცხოელი ანალოგი


რატომღაც ამ ფოტოებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველაზე ლმაზი ლჩვენი თამუნაა, ნუ რაღათქმაუნდა ლამაზი პირობითი ნათქვამია. ალბათ ყველას გაინტერესებთ როგორია მსახიობი თინა მახარაძე რეალურ ცხოვრებაში, მეც არ დავიზარე და ექსკლუზიურად თქვენთვის მოვიპოვე მისი სურათები, აბა შეაფასეთ როგორი გოგონაა

პ.ს მე ძალიან მომეწონა, მოხიბლული ვარ და ვიმედოვნებ მალე ვიხილავთ თინას რეალურ სახეს სერიალში. ასევე წარმატებას ვუსურვებ ამ პროექტს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 3 სერია იხილა მაყურებელმა უკვე საკმაოდ პოულარულია, დარწმუნებული ვარ მალე ისიც "შუა ქალაქში"–ს ბედს გაიზიარებს და ყველაზე ყურებადი პროექტი გახდება...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons