6/10/2010

კარგი გამგონი უნდა...


"სიმართლის დროს" ვუყურე და რაღაც მინი პოსტის დაწერა შთამაგონა, ერეკლე დეისაძის სიმართლის დრო საუკეთესო იყო შოუს ისტორიაში, ამის ერთ–ერთი მიზეზი ნანკა კალატოზიშვილიცაა რომელიც პირველად ამ შოუშს ისტორიაში არ ყოფილა გულისმარევი, მისი სარკაზმიც სადღაც იყო მიმალული მთელი 1 საათის განმავლობაში...
ერეკლემ თავიდანვე აღნიშნა, რომ გადაცემაში მისვლის მიზეზი თანხა არ ყოფილა, ეს ბუნებრივია ყველა თავის რეპლიკებს ისვრის მის მიმართ და სადმე ხომ უნდა გაეცეს პასუხი ამ ყველაფერს?!
გადაცემის მსვლელობისას ერთი საინტერესო ფრაზა გასიმა რომელიც დღევანდელი პოსტის სათაურშიც გამოჩნდა "კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდა"–ო მაგრამ რომელ გამგონზეა საუბარი, როცა წაუკითხავად ლანძღავს ხალხი ამ წიგნ "საიდუმლო სირობას"?! ხალხი გააღიზინა ოჯახის წევრებზე ნათქვამმა ფრაზებმა და აღშფოთება ისე გამოხატეს როგორც ინცესტის მოყვარულ "კაი ბიჭებს" შეეფერება: "დედაზე ამას როგორ ამბობს, ჩემი დედა მოვტყან?!"
ერეკლეგ გადაცემის დროს კიდე ერთი მაგალითი მოიყვანა როცა სიტყვა "იგი"–ში ვიღაც "ნიჭიერმა" ფალოსი იგულისხმა, ბუნებრივია ეტყობა მას აქვს ასეთი ასოციაციები თორე ადამიანი რასაც თვითონ ვერ გააკეთებს ის მისთვის წარმოუდგენელია, და რაც მისთვისაა წარმოუდგენელი იმას ვერც სხვაზე იფიქრებს.
მოკლედ ეს წიგნი ყველამ ისე გაიგო როგორც მათ აწყობდათ თუნდაც ამის ნათელი მაგალითია სათაური, რატომ მიანიჭეს ეგრევე "საიდუმლო სირობას" რელიგიური დატვირთვა მე ვერ მივხვდი, მგონი ავტორმა წიგნს ეს სათაური იმიტომ შეურჩია, რომ მისთვვის წიგნის თითოეული პერსონაჟის საქციელი არის სირობა :)
მოკლედ ვინც ამ წიგნს წაიკითხავთ, მასში ეძებეთ ის თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი და არა ის თუ როგორია მისი ავტორი...

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons