6/04/2010

კიდევ ერთი სპექტაკლი ქართულ ტელესივრცეში . . .


სამშაბათს პირველ ივნისს პირველი არხის ეთერში, ეკა ხოფერიას ახალი საავტორო გადაცემა "აუდიტორია" გამოჩნდა. რახან გადაცემა პირველი იყო ბუნებრივია რაღაც ისეთი თემა სჭირდებოდათ რაც ხალხს დააინტერესებდა და გადაცემაც ყურებადი იქნებოდა, ბევრი ფიქრი არ დასჭირვებიათ და გადაცემის თემად ახალგაზრდების ზოგადი განათლება აირჩიეს, როგორც წამყვანმა თქვა ჩაწერეს 120 სტუდენტი, მაგრამ რატომღაც ვიდეოში 15–20 სტუდენტი ტრიალებდა რომლებსაც სხვდასხვა კითხვებს უსვამდნენ, სხვა სტუდენტები კი როგორც ჩანს სამონტაჟოს შეეწირნენ, ბოლოს კი მივიღეთ ერთის მხრივ საშინელი და მეორე მხრივ სასაცილო სიუჟეტი.
სტუდენტებისთვის დასმული კითხვები შემდეგი შინაარსის იყო:
–ვინ არის რობერტ სტურუა?
–ვინ დაწერა "დათა თუთაშხია"?
-ვის ეკუთვნის "ჩემო კარგო ქვეყანავ"?
პასუხები ასე ჟღერდა:
–პოეტი
–გიორგი ლეონიძემ
–მუხრან მაჭავარიანს
ხომ სასაცილოა? ყოველი შემთხვევისთვის მე კარგად ვიხალისე, სამწუხაროდ ასეთებიც არსებობენ თურმე, მაგრამ ძალიან ცოტა და ჩემი აზრით ამ სიუჟეტში უბრალოდ ამ ცოტას მოუყარეს ერთად თავი, მიზეზი გაინტერესებთ? ძალიან მარტივი მიზეზის გამო: სკანდალი სჭირდებოდათ.
გადაცემის სტუმრები იყვნენ:
სიმონ ჯანაშია
გოგი ქავთარაძე
ლელა წურწუმია
ავთო ვარსიმაშვილი
გია მურღულია
ჯანსუღ ჩარკვიანი
პირველ რიში აუცილებლად უნდა ავღნიშნო რომ მომეწონა ეკა ხოფერიას მიერ წაყვანილი გადაცემა, ჩემდა გასაკვირად საკმაოდ ობიექტური ჩანდა, აი მაგალითად მახსენდება მომენტი როცა იყო მცდელობა ეს მთავრობა დაედანაშაულებინათ ამ ბავშვების გაუნათლებლობაში, თუმცა ეკამ შეახსენა ბავშვების ასაკი და აღმოჩნდა რომ ეს ბავშვები სულაც არ იყვნენ ახალი რეფორმის შვილები, რატომღაც ეს ყველამ უკომენტაროდ დატოვა, ალბათ იმიტომ რომ გაიდეალებული წარსულის ნაკლი დაინახეს. თავიდან ვიფიქრე ლელა წურწუმიას ამ გადაცემაში რა უნდა ამ ბავშვებზე უარესიათქო, თუმცა ჰოი საოცრებავ, ლელას სიმღერა რომ მიდის იმ დროს პირის გაღების გარდა სხვა რამეების სცოდნია, ყოველ შემთხვევაში ბევრ "სანაქებო მამულიშვილზე" კარგად კი იმსჯელა.  აღარაფერს ვამბობ ილიაუნის ლექტორზე სიმონ ჯანაშიაზე რომლის აზრებიც საოცრად მომეწონა, სხვებს კიარ ჰგავდა, რომ გაასწორეს მიწასთან მთელი ახალი თაობა. ვარსიმაშვილი უბრალოდ სასაცილო იყო და მეტი არაფერი, დაუნები უწოდა ამ ახალგაზრდებს, ამხელა კაცი რომ ხარ და პირდაპირ ეთერში რომ ზიღარ იმდენი შეგნება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ თავი შეიკავო თორე კი არავის არაფერი დაკლებია მაგის სიტყვბით, სტუდენტებს რო უწოდა ეგ ხო საშინელებაა, მაგრამ არანაკლებ საშინელებაა დაუნის სინდრომიანი ადამიანებისთვის ეგ სიტყვები...
მთელი 2 საათიანი გადაცემი მანძილზე ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მონაკვეთი ის იყო როცა ეკა ხოფერიამ სტუმრებს ჰკითხა:
–რამოდენიმე წლის წინ, მოხვდებოდა თუ არა უნივერსიტეტში სტუდენტი რომელმაც არ იცოდა ვის ეკუთვნის "ჩემო კარგო ქვეყანავ"?
ბუნებრივია ახლა ასაკიანმა სტუმრებმა თავი გაიგიჟეს რას ამბობ ეგ როგორ მოხდებოდაო, არადა ყველას კარგად გეცოდინებათ ერთ დროს უნივერიტეტში მოსახვედრად რა იყო საჭირო. . .
გადაცემაში ერთ–ერთ აქტუალურ კითხვას ასევე წარმოადგენდა ის თუ ვინ ასრულებდდა მთავარ როლს ფილმში "ჯარისკაცის მამა", სტუდენტებიდან არავინ იცოდა, ისე არც მე ვიცი და არც მაქ დიდი სურვილი გაგების, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ არაფერში გამომადგება. მოკლედ ასე იყო თუ ისე ახალი პროექტი შედგა პირველ არხზე რომელსაც ბოლო 5–6წლის მანძილზე პიველად ვუყურე 2საათის განმავლობაში. წარმატებებს ვუსურვებ ეკა ხიფერიას :))) უფროს თაობას კი ვეტყვი ნუ გექნებათ პრეტენზია ახალ თაობასთან, ისინი იმას ითვისებნ რასაც თქვენ აწვდით! ამას ადასტურებს ის ფაქტი რომ კახი კავსაძე ყველას TBC ბანკის რეკლამიდან ახსოვს და არა როლებიდან. . .

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons