6/25/2010

5 რამ,რაც ყველაზე მეტად მიყვარს

გუშინ ლევან ჯგერენაიამ დამთაგა ამ "თამაშში", და დღეს უკვე ვალდებული ვარ დავწერო ის 5 რამ რაც ყველაზე მეტად მიყვარს... ლევანმა თავის პოსტში ახალბედა ბლოგერად მომიხსენია არადა რაღა ახალბედა აგერ უკვე 2 თვე შემისრულდა ბლოგერის ამპლუაში :D :D :D
თავს არ მოგაბეზრებთ და მოკლედ დავწერ ყველაფერს, გამომიდინარე იქედან რომ ამ სტილის პოსტის კითხვა ყველას დაეზარება ჩემი აზრით :)



1. პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავაყენო მუსკია, მის გარეშე ცხოვრება მართლაც რომ გამიჭირდება. ჩემი მუსკიალური გემოვნება რამოდენიმე ჟანრით შემოიფარგლება: როკი, მეტალი და მეტნაკლებად ჯაზი და ოპერაც... საყვარელი ჯგუფი კი Nigthwish–ია, ეს ჯგუფი საოცრად ახერხებს და უხამებს ერთმანეთს მელოდიურობას და მუსიკალურ სიმძიმეს, მართალია მათი ახალი ვოკალისტით უკმაყოფილო ვარ(როგორც ყველა) თუმცა ძველმა ვოკალისტმა იმდენად შემაყვარა ეს ჯგუფი მასზე ცუდის თქმა ჩემთვის წარმოუდგენელიც კი არის...

2. შეიძლება გაგეცინოთ და გადავწყვიტე მეორე ადგილზე facebook–ი დავაყენო, ჩემთვის ის მართლაც რომ ნარკოტიკია, ყველაზე დახვეწილი ქსელია და სამართლიანად აქვს პრეტენზია პირველობაზე მთელ მსოფლიოში, მართალის google–ს ჩემოუვარდება რეიტინგით თუმცა ეს არაფერს ნიშნავს რადგანაც ჩემი აზრით google საერთოდაც არ უნდა მოიხსენიებოდეს მსგავსი ტიპის გამოკითხვებში, ის სულ სხვა სტილის საიტია...

3. მესამე ადგილს ბუნებრივია წერა დაიკავებს, მიყვარს წერა, თუმცა კლავიატურასთან ურთიერთობა ვერ ავაწყვე, კალმით წერა მირჩევნია, ალბათ ამიტომ ჩემი ბლოგი პოსტების სიმოკლით გამოირჩევა...

4. მეოთხე ადგილას ცოტა უცნაური რამ უნდა ვახსენო, ეს არის სუბკულტურები. რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩემი ინტერესის ერთ–ერთი სფეროა, მიყვარს ინფორმაციის
მიღება მათზე... საიდან და რატომ წარმოიშვა ესათუის სუბკულტურა... ვინმემ მომავალში შარი რომ არ მომდოს წინასწარ გეტყვით მე არცერთ მათგანს არ მივეკუთვნები უბრალოდ მიყვარს ინფორმაციის მიღება.


5. მეხუთე ადგილს კი კომპიუტერი და ინტერნეტი იკავებს, ვფიქრობ ამას უკვე კომენტარი აღარ სჭირდება...


აი სულე ეს იყო ის 5 რამ რაც ყველაზე მეტად მიყვარს, უფრო სწორად უცებ მომაფიქრდა რომ მიყვარს :D აქამდე არასოდეს მქონდა ნაფქრი ამ თემაზე და კონკრეტულ მომენტში რას ვწერდი თვითონაც არ ვიცოდი :D
იმდენი ვილაპარაკე ლამის დათაგვა დამავიწყდა, მოკლედ მე ამჯერად დავთაგავ ლეონსიოს და მხეც ბლოგერს :D ვინც ვერ მიხვდით ადოს ვგულისხმობ :) აბა თქვენ იცით არ შემარცხვინოთ :D :D :D :D

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons