5/07/2010

თანამედროვე საქართველო VS მართლმადიდებლობა

შეუძლებელია კომენტარი არ გავაკეთო იმის შემდეგ რაც მე დღეს ტელევიზიით ვნახე...
დავიწყოთ ერეკლე იგივე ეკო დეისაძის წიგნით "საიდუმლო სირობა"
თავიდანვე გეტყვით იმას რომ მე ეს წიგნი არ წამიკითხავს და ალბათ არ იქნება მიზანშეწონილი წაუკითხავად გავაკეთო კომენტარები ამ წიგნზე, თუმცა გამოვთქვამ ჩემ აზრს მის გამოცემასთან დაკავშირებით და საზოგადოებას ვეტყვი რომ რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს წიგნი თქვენთვის თქვენ არანაირი უფლე არაგაქვთ სცემოთ ადამიანები რომლებსაც ეს წიგნი მოსწონთ! ვინც ჯერ არ იცით გეტყვით რომ "საიდუმლო სირობა" არის ერეკლე დეისაძის წიგნი რომლის პრეზენტაციაც ილიას უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში მოხდა, ამ წიგნის შესახებ მე პირველად blog.teentv.ge–ს სიუჟეტიდან შევიტყვე რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ:

მინდა სიუჟეტის ავტორის სიტყვები გავიმეორო "ჩვენ ყველას გვაქ უფლება მოგვეწონოს ან არ მოგვეეწონოს ეს წიგნი, გავაკრიტიკოთ ან არ გავაკრიტიკოთ ავტორი, ოღონდ იმედია ეს ყველაფერი წიგნის წაკითხვეის შემდეგ მოხდება და არა როგორც საქართველოში გვჩვევია ხოლმე – წაუკითხავად, მოლოდ სათაური გაგების შემდეგ"
ზემოთ ავღნიშნე და კიდევ ერთხლ გავიმეოებ მე ეს წიგნი არ წამიკითხავს შესაბამისად არ მაქვს მასზე კონკრეტული აზრი ანუ ვერ ვიტყვი რომ მომწონს ან არ მომწონს :) და იმ შემთხვევაში თუ წიგნის წაკითხვის შემდეგ ეს წიგნი არ მომეწონა მე არ დავიყწებ იმ ხალხის ცემას ვისაც ის მოსწონს და არ მივაყენებ შეურაწყოფას მის ავტორს, იმიტომ რომ ყველა ადმიანი თავისუფალია და ვისაც რა უნდა ის უნდა დაბეჭდოს ისე რომ არც მე მკითხოს აზრი და არც დანარჩენ საზოგადოებას!
ალბათუკვე გეცოდინებათ ილიას უნივერისიტეტთან გამართული საპროტესტო აქციის შესახებ რომელიც თავიდან მშვიდობიან სახეს ატარებდა ხოლო შემდეგ ჩემთვის გაურკვეველი პირების გამო ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა...

ეს ფაქტი ბუნებრივი ჩვენმა ოპოზიციამ თავის სასარგებლოდა გამოიყენა და ეს სრულიად აპოლიტიკური საკითხი მთლიანად პოლიტიზირებული გახდა, თურმე ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ბრალია და ჩვენ უნდა შევქმნათ "დიდი ფრონტი რომელიც წალეკავს სააკაშვისლს" ეს იყო ამონარიდი ლეიბორისტი ბატონ ლევან ძაგანიას საუბრიდან რომელიც მან სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის შეკრებაზე გააკეთა ჭადრაკის სასახლეში

საბედნიეროდ ილიას უნივერსიტეტის და თსუ–ს სტუდენტებმა გააკეთეს განცხადება რომლებიც პოლიტიკურ ორგანიზაციებს მიმართავდნენ თუ რა განცხადება გააკეთეს მათ შეგძლიათ სიუჟეტში იხილოთ

თუმცა ეს არეულობა ასე მალე არ დამთავრებულა იგი საღამოს "კავკასიის" ეთერში გაგრძელდა და სწორედ ამ არეულობის გამო შევურჩიე ეს სათაური ამ პოსტს :) პირდაპირ ეთერში დატრიალდა სრული საშინელება რომის უკანაც ეგრდწოდებული "მართლმადიდებალ მშობელთა კავშირი" იდგა, ეს ის კავშირი რომელიც გვიკრძალავს ჰელოუინის ჩატერება და აცდილობს მის დარბევას... განა სასაცილო არ არის როდესაც ადამიანთ ჯგუფი რომელიც მთელ ერს მართლმადიდებლობას ასე რომ ვთქვათ "ასწავლის", "რაღაცის" დარბევას ცდილობს?! არააქვს მნიშვნელობა ეს "რაღაც" იქნება ჰელოუინი, აქცია, თუ დებატები პირდაპი ეთერში. სანამ ამ კავშირზე ვისაუბრებ მინდა გაჩვენოთ რა მოხდა ერეკლე მეორის ქუჩაზე 2009წლის 31 ოქტომბრის ღამეს, ამისთვის კი უკვე მეორედ ამ პოსტტში უნდა გამოვიყენო "ინტერნიუსჯორჯიას" სიუჟეტი და აქვე დავამატებ იმასაც რომ მე მოხიბლული ვარ მათი სიუჟეტებით :)

აქვე შემოგთავაზებთ სურათს რომელიც სიუჟეტშიც იყო ნაჩვენები


განა ვინმეს მიზანშეწონილად მიაჩნია მღვდლის მსგავსი ქმედება?! ჩემთვის ეს მიუღებელია მითუმეტეს მაშინ როცა კარნავალი მშვიდობიანია და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება... მიკვირს თბილისის მერია როგორ არ შერაცხეს სატანისტების შეკრების ადგილად... დავამატებ იმასაც რომ ზემოთ ნაჩვენები სიუჟეტი "იმედის" ეთერში უნდა გასულიყო თუმცა რაღაცის ან ვიღაცის გამო სიუჟეტი ეთერში არ გაუშვეს... თემიდან უკვე საკმაოდ გადავუხვიე ამიტომ დროა დავუბრუნდე დღევანდელ მოვლენებს, მინდა მცირე აღწერა შემოგთავაზოთ დღევანდელი მოვლენებისა ტელეკომპანია "კავკასიაზე" მიმდინარეობდა გადაცემა "ბარიერი" რომელიც ზუსტად იმ თემებს ეხებოდა რსაც დღევანდელი ჩემი პოსტი, საქართველოში რომ დებატების კულტურა არაგვაქ ეს უკვე ყველასათვის ნათელია შესაბამისად გადაცემა კივილ–წივილის ფონზე მიმდინარეობდა, ერთ–ერთი სარეკლამო ჭრის რდოს კი ომი დაიწყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მ.მ.კ–ს წევრები გადაცემის პირველი ბლოკის წევრებს დახვდნენ შენობის გარეთ და მათ მიაყენეს როგორც ფიზიკური ისე სიტყვიერი შეურაწყოფა რაც ასევე მთელი გადაცემის მანძილზე მიმდინარეობდა გადაცემის წამყვანის განცხადებით მათ მოახერხეს და გადაიღეს კადრები რომლებიც სამწუხაროდ მე არ მინახავს თუმცა ვიმედოვნებ მალე ვნახავ და თქვენც აუცილებლად შემოგთავაზებთ. ამ ყველაფრის შემდეგ კი მ.მ.კ–მ ფრიად სასაცილო განცხადება გააკეთა თითქოს ეს ყოველივე დადგმული იყო ტელეკომპანია "კავკასიის" მიერ :))))))))) გადაცემის მსვლელობისას სტუდიაში მსუბუქად ნაცემი ბატონი აქუბარდია შემოვიდა რომელიც აქტიურად ჩაება დისკუსიაში რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და ეთერს გარეთ მომხდარი ფაქტი ეთერშიც განმეორდა, რის შემდეგაც გადაცემის წამყვანმა პირდაპირ ეთერში მოითხოვა საპატრულო პოლიციის მოსვლა "კავკასიის" შენობაში...

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩ ე მ ი ა ზ რ ი თ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" არის მართლმადიდებლობის სახელს ამოფარებული ერთი დიდი ტირანების ორგანიზაცია! რომელმაც ისიც კი არ იცის რომ ჩვენს რელლიგას მართლმადიდებლობა ჰქვია და არა "მართმადიდებლობა" ბუნებრივია ამ ბრალდებას უარგუმენტოდ არ ვიტყოდი ამიტომ შემოგთავაზებთ ერტ ფოტოს რომელიც სათქმელს თვითონ გეტყვით

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons