5/29/2010

EUROVISION 2010 ფინალი(მიმოხლივა)

მოკლედ ამ მომენტში თან ლაივს ვუყურებ თან ვწერ,აი დაიწყო და გამოჩნდა სცენაზე ნორვეგიელი ალექსანდრე რიბაკი

აი როგორც იქნა გამოჩნდა აზერბაიჯანელი მონაწილე რომელიც სულ რაღაც 17 წლისაა და უკვე ევროვიზიაზე მოხვდა :) ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ დიდი ვერაფერი გოგოა და ასევე არც ისე გადასარევად მღერის როგორც ამბობენ..

მეორე ქვეყანაა ესპანეთი რომელიც ფინალში ნახევარფინალის გარეშე მოხვდა, არ მომეწონა რატომღაც...

მესამე ნომრით მასპინძელი ნორვეგია გამოჩნდა სცენაზე, ვერ უარვყოფ დიდი ხმის დიაპაზონი აქვს ამ ბიჭს და სიმღერასაც არაუშავდა

ნომერი ოთხი კი გახლავთ მოლდოვა, ეს ნომერი "შოუს" ელემენტებით იყო გაჯერებული, გამგები გაიგებს შოუ ბრჭყალში რატომ ჩავსვი

მეხუთე ნომერი კვიპროსი გახლავთ, რომელსაც ინტერნაციონალური ჯგუფი წარმოადგენს რომლის მხოლოდ ერთი წევრია კვიპროსელი, ნორმალური სიმღერაა თუმცა არა ისეთი რომელმაც უნდა გაიმარჯვოს

ნომერი ექვსი გახლავთ ბოსნია & ჰერცოგოვინარომლის წარმომადგენელიც საკმაოდ კარგად უკრავს გიტარაზუ თუმცა ეგ არ კმარა ევროვიზიის მოსაგებად

მეშვიდე ნომრით კი ბელგია წარსდგა ჩვენს წინაშე

ნომერი რვა გახლავთ სერბეთი რომელიც სამი წლის წინ გახდა ევროვიზიის გამარჯვებული, ამჯერად კი ისეთი საშინელი მონაწილე წარმოადგენს ამ ქვეყანას, სავარაუდოდ ბოლო ადგილზე გავლენ

მეცხრე ნომრით ბელორუსიური ჯგუფი გამოჩნდა სცენაზე რომელმაც ჩემი სიმპათიები დაიმსახურა......

მეათე ნომერი კი ირლანდია და ვეტერანი ევროვიზიელი გახლავთ, რომელმაც ევროვიზია 1993წელს მოიგო, ანუ როცა მე დავიბადე :))))

მეთერთმეტე ნომერი საბერძნეთი გახლავთ რომელიც ყველაზე ენერგიულ ნომერს წარმოგვიდგენს ამ ევროვიზიაზე, თუმცა მხოლოდ გასართობად გამოდგება მათი სიმღერა და არა საკონკურსოდ...

ნომერი თორმეტი ჩემი საყვარელი ქვეყანა დიდი ბრიტანეთია რომლის გამოსვლაც შეიძლება ითქვას არ მომეწონა

და დადგა მეცამეტე ნომრის და ჩვენი, კერძოდ საქართველოს დროც, მე კმაყოფილი ვარ სოფოს გამოსვლით, რასაც ვერ ვიტყოდი წინა ქართველ კონკურსანტებზე რომლებიც ევროვიზიაზე იმყოფებოდნენ

მეთოთხმეტე კი ჩვენი მეზობელი თურქეთი გახლავთ რომელიც როკ მუსიკის და ელექტრონული მუსიკის გაერთიანებას ახდენს, მე მომწონს ეს

მეთხუთმეტე ნომერი ალბანეთი იყო რომელიც ასე რომ ვთქვათ კარგ გასაჯაზებელ სიმღერას წარმოადგენდა

მეთექვსმეტე ისლანდია გახლავთ რომელსაც უკომენტაროდ დავტოვებ და პირდაპირ შემოგთავაზებთ ვიდეოს

ნომერი ჩვიდმეტი კი გახლავთ უკრაინა რომლის გამოსვლასაც მართლაც რომ დიდი ინტერესით ველოდი, აღფრთოვანებული ვარ ამ გოგონას ვოკალური მონაცემებით, თან უნდა ავღნიშნო ისიც რომ სრულიად მარტო იმყოფება სცენაზე რაც ძალიან იშვიათია ევროვიზიაზე

მეთვრამეტე ნომრით კი საფრანგეთი გამოჩნდა

აი როგორც იქნა მეცხრამეტე ნომრით გამოდის ჩემი ფავორიტი რუმინეთი, რომელსაც დუეტი წარმოადგენს, უნდა ავღნიშნო შოკირებული ვარ ამ დუეტის ერთ–ერთი წევრის ხმით, მშვენიერი საოპერო ხმა აქვს და ოპერაში რომ გააგრძელოს მოღვაწეობა ცუდი არ იქნება

მეოცე ნომრით კი რუსეთი გამოჩნდა სცენაზე, რომლის მოსმენის სურვილიც არ მაქვს :| არ მომწონს :|

ოცდამეერთე გახლავთ ჩვენი მეზობელი სომხეთი, მშვენიერი ენერგიული გოგონაა თუმცა ჩემი მოხიბვლა ვერ მოახერხა :(

ოცდამეორე ნომერი წლევანდელი ევროვიზიის ფავორიტი გერმანია გახლავთ რომელიც ჩემი აზრით ერთ უბრალო ბავშვის გასართობ სიმღერას წარმოადგენს და მეტი არაფერი, რა მოეწონათ ამაში?

ოცდამესამე ომერი პორტუგალიელი საკმაოდ ახალგაზრდა გოგონაა რომელიც ძალიან უბრალო სიმღერას ასრულებს, ევროვიზიაზე თუ მოგება გინდა რაღაც ისეთი სიმღერა უნდა შეასრულო რომხალხს თავი დაამახსოვრო და ეს რით მოახერხებს ამას არ ვიცი....

ნომერი ოცდაოთხი გახლავთ ისრაელი, რომლის წარმომადგენლის სიმღერაც ძალიან ბანალური მეჩვენება, ნეტავი რატომ?

და ბოლო ქვეყანა გახლავთ დანია, რომელსაც საკმაოდ ნორმალური დუეტი წარმოადგენს

და აი დამთავრდა ხმის მიცემა და მე წარმოგიდგენთ შედეგებს:
5 –აზერბაიჯანი
4 –დანია
3 –რუმინეთი
2 –თურქეთი
1 –გერმანია
საქართველო კი გავიდა მე–9 ადგილზე,როგორც იქნა მოვხვდით ათეულში, უმაღლესი 12 ქულა ჩვენ მივიღეთ ლიტვისგან და სომხეთისგან, ჯამში დავაგროვეთ 136 ქულა და გავუსწარით ისეთ ქვეყნებს როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ა.შ მე შეგნებულად არ გთავაზობთ გამარჯვებულ სიმღერას, იმიტომ რომ არ მომეწონა! აბა დაველოდოთ მომავალ ევროვიზიას გერმაინიაში და მანამდე ვიყოთ იმის იმედით რომ ოდესმე საქართველოშიც ჩატარდება ევროვიზია.......

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons