5/27/2010

ბრბოს მსხვერპლი – მე

სათაური ცოტათი გადამეტებულია მაგრამ არაუშავს, ნუ მოკლედ რამოდენიმე კვირის წინ ქალბატონ მანანა არჩვაძე–გამსახურდიას და მისი თანაგუნდელების მიტინგზე მოვხვდი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე

ვიფიქრე საქმე არაფერი მაქვს და ცოტახნით ვუყურებ მსვლელობასთქო :) რამოდენიმე წუთში ჩვენი ოპოზიციაც გამოჩნდა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თან აქეთ–იქეთ დადიოდა და თან მაკიაჟს იკეთებდა, სამწუხაროდ ამ მომენტში ფოტო ვერ გადავუღე :( ამის შემდეგ ასაკიანი ქალბატონი დავინახე რომელსაც ხელში საღებავიანი ბოთლი ეჭირა, რომლის სახელიც სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე :( ამ ქალს თვალი მივადევნე და დავინახე როგორც აწერდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ძალიან ცნობილ წარწერას: "თავისუფლება ცოტნეს!" ამან ცოტა არ იყოს გამაღიზიანა და გადავწყვიტე ამ ქალბატონთან მისვლა, მივედი და გონივრული ქმედებისკენბისკენ მოვუწოდე, აქ ქალს დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია და გაისმა საშინელი ფრაზა ჩემი მიმართულებით: "საკაშვილის მოსყიდულო პროვოკატორო" თავიდან ცოტა არ იყოს გამეცინა, მაგრამ როცა შევხედე რომ ამხელა ბრბო ჩემი მიმართულებით დაიძრა მივხვდი რომ სასაცილოდ აღარ მქონდა საქმე, ბოლოს ისეთი სიტუაცია შეიქმნა თავის გადარჩენის მიზნით გაქცევა გადავწყვიტე, გავიქეცი და ფილარმონიამდე უკანმოუხედავად ვირბინე :D ასე თუ ისე სასაცილო ამბავი გადამხდა თავს, სახლში რომ მივედი კარგად ვიხალისე.
P.S მე იმის ბედი ვინ მომცა ჩემ აზრებში მთავრობამ ფული მიხადოს :D

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons