4/22/2010

მე და მუსიკა



მუსიკამ ჩემს ცხოვრებაში განვითარების დიდი გზა განვლო, სულ პატარა ვიყავი როდესაც მამა bon jovi–ს და the beatles–ს უსმენდა, მე კი ვერც წარმომედგინა რომ ისინი ოდესმე ჩემთვისაც ისევე ფავორიტები გახდებოდნენ როგროც მისთვის იყვნენ. ამ დროს დღეს უკვე სიცილით ვიხსენებ. ეგრედწოდებული პაპსავიკობის შემდეგ კლასიკურ როკს მივაგენი... მოვიხიბლე "ბონ ჯოვის" და შემოქმედებით, მას მოჰყვა "ქვინი", "პინკ ფლოიდი", "ზეპელინები" და მთელი სამეაყო როკ შემსრულებლებისა.... ამის შემდეგ როკ მუსიკა ჩემი ბავშვობის ახირებად გადაიქცა, როგორც კი სადმე მუსიკაზე ჩამოვარდებოდა საუბარი ყველაფერში როკს ვაწებებდი ისე რომ კარგად ვერც ვათვითცნობიერებდი რა იყო ესმუსიკა... ჩემი აზრით სწორედ ასე სჭირს დღევანდელი თინეიჯერების 99%–ს :) თუმცა ეს უკვე სხვა თემაა... როკ მუსიკის მსმენელები დამეთანხებით ალბათ რომ როკი და მეტალი ერთმანეთთან კავშირშია და ბუნებრივია რომ მეც მივადექი მძიმე მუსიკას, ამის შემდეგ დაიწყო მთელი თავგადასავლი... ჩემს ირგვლივ მყოფი საზოგადოება ცდილობდა გაერკვია ვიყავი თუ არა სატანის მიმდევარი :დ ჩემი პასუხი მსგავს კითხვებზე ბუნებრივია სიცილი იყო :) რა შუაშია მუსიკა? მე თუ მინდა სატანისტი ვიყო დიმა ბილანის ფანი ვერ ვიქნები?(რამ გამახსენა ეს წყეული არსება :დ ) ან კიდევ მე თუ სატანისტობა არ მინდა მუსიკა მაქცევს ასეთად?  სასაცილოა... ყველას მოგეხსენებათ როგორი მრავალფეროვანია მეტალ მუსიკა, თუმცა ჩემი ყურადღების ცენტრში გოთიკური მეტალი მოექცა, მასში მომხიბლა მელოდიურობის და სიმძიმის შერწყმამ. თუმცა მე მინც ვიყავი მუსიკის ძიებაში ჯერ კიდევ ვერ მეპოვნა ჟანრი რომელიც უნაკლო იქნებოდა ამ ძების შედეგად ჯგუფი "NIGHTWISH" ვიპოვე და მივხდი რომ ის ის იყო :დ იგი აღმოჩნდა ერთადერთი ჯგუფი რომლის ყველა სიმღერაც შემიყვარდა, ჯგუფის ვოკალისტიც(Tarja Turunen) და ბექ ვოკალისტიც(marco hietala) იდეალურია, აღარაფერს ვამბობ ჯგუფის დანარჩენ წევრებზე... თუმცა ჯგუფში მომხდარი განხეთქილების გამო აუცილებელი გახდა სოლისტის შეცვლა რაც საკმაოდ დიდი შოკი იყო ჯგუფის თითოეული ფანისთვის, ეს შოკი კიდევ უფრო გაძლიერდა როდესაც ამ ჯგუფის ახალი სოლისტი გამოჩნდა ფართო საზოგადოებაში, მისი პაპსა ხმის გამო ჯგუფმა მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა და ჩემდა სამწუხაროდ ის დღეს პოპ ჯუპს ჰგავს, ჯგუფის ფანებს ერთადერთი მარკოს იმედიღა აქვთ. მე კი ალბათ "ნაითვიშის" ყოფილ ვოკალისტს უნდა ვუმადლოდე ჩემს მუსიკალურ გემოვნებაში ერთ დიდ გადატრიალებას და სიმპათიებს ოპერისადმი... ახლა მახსენდება 7კლასში ვიყავი და მუსიკის მასწავლებლეს ჩხუბი ავუტეხე როგორ შეიძლება ადამიანს ოპერა მოეწონოსთქო, თურმე რა მაყვირებს რა ვიცი რა ხდება მომავალში... საკმაოდ დიდი ხანი ვიყავი ამ "სტიქიაში" ვუსმენდი ყველაფერს როკიდან ოპერამდე, სანამ კიდევ ერთი ცვლილება არ მოხდა ჩემ მუსიკალურ გეოვნებაში და დაიწყო სრულიად შემთხვევით როდესაც მე მოვუსმინე Loreena McKennitt–ს და მივხვდი რომ ფოლკ მუსიკაც არის ჩემი სიყვარულის ღირსი, მისი ნამღერი Huron ერთ–ერთი იდეალური სიმღერაა მსოფლიო ფოლკში... ამდენი ცვლილების გამო ღემდე დაუდგენელია თუ რა ჟანრის მუსიკას ვუსმენ მე.. გამიგია რომ როკი, ჯაზი,ოპერა და კლასიკა გემოვნებიანი მუსიკის ჯგუფში ერთიანდებიან...........
შეიძლება ყველას სხვადასხა გემოვნება ჰქონდეს თუმცა ყველაფერი არსებობს გეოვნებიანი და უგემოვნო :)

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons