4/19/2010

გასეირნება სოფლის მიდამოებში და შემთხვევით გადაღებული ფოტოები . . . .

პირველ რიგში გეტყვით რომ არ მინდა ბანალური დასაწყისი ჰქონდეს ან ნაწერს :D "წვიამიანი დღე იყო" ან რაიმე მსგავსი :D ისე გაგიმხელთ და გეტყვით რომ პირველი ფრაზა ზუსტად ეგ დავწერე, უბრალოდ მივხვდი, რომ არც ისე კარგად ჟღერდა და ამიტომ შევცავალე :) მოკლედ: ერთ დღეზე მოგიყვებით რომელიც ჩემს სოფელში გავატარე და რომელ დღესაც აღმოვაჩინე რომ შეიძლება მცირედი, თუმცა მაინც მქონია ფოტოგრაფიის ნიჭი :D
სოფელში არც ისე ხშირად ჩავდივარ და თუ ჩავალ ძირიტადად სახლში ვარ... ერთხელაც სახლში ჯდომა მომბეზრდა და გადავწყვიტე იქვე სახლთან ახლოს ბუნებაში გამესეირნა :) მობილური ტელეფონი ავიღე, რეზინის ფეხსაცმელი ჩავიცვი(რომლის სიმაღლე ლამის ჩემსას უტოლდებოდა) და სახლიდან გამოვედი..
ბევრი სიარული არც დამჭირვებია იქვე ახლოს აყვავებული ატმის ხე დავინახე მივუახლოვდი და სურათი გადავუღე:

საკმაოდ ლამაზი ფოტო გამოვიდა(ჩემი აზრით) თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მხოლოდ 3MP-იანი ტელეფონითაა გადაღებული :) მერე იქვე ახლოს მეორე ყვავილიც დავუნახე ამ ატამს ოღონდ ეს ყვავილი წინასავით ვარდისფერი კი რა თეთრი იყო ;) ვცადე როგრორმე მომეხერხებინა და ერთკადრში ჩამეჯინა ორივე... გამომივიდა კიდეც თუმცა ვერ ვიტყყვი რომ დიდად კარგი სურათი გამოვიდა :|
რაღაც არაპროპორციულად არიან ყვავილები ფოტოზე განლაგებულნი :( ატამს რომ შევეშვი მოულოდნელად ძირს მიწაზე დავიხედე და დავინახე ბუჩქივით პატარა ყვევილების გროვა :) მართლა ლამზად გამოიყურებოდა და ალბათ არაა გასაკვირი რომ ჩემს ობიექტივში ისინიც მოექცნენ :)

ამ ეგრედწოდებული "ბუჩქის" ცალკეული ყვავილი კი ასე გამოიყურებოდა:

ამ დღეს კიდევ ბევრი მცენარე მოექცა ჩემი ყურადღების ცენტრში, თუმცა ყველას აქ ატვირთვა ნამდვილად მეზარება, მხოლოდ რამოდენიმეს შემოგთავაზებთ კიდევ და დანარჩენი თქვენ თქვენ მითხარით შემიძლია თუ არა სურათების გადაღება :)



სულ ეს იყო რისი ჩვენებაც თქვენთვის მინდოდა, თუმცა ბოლოსთვის შემოვინახე ერთი ფოტო რომელიც მე ყველაზე მეტად მომეწონა :) ასე გამოიყურება კაკლის ხე გაზაფხულზე:

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons