4/14/2010

სტრიპტიზი

მინდა ტელეპროექტ "ნიჭიერის" ერთ–ერთ მონაწილეზე ნინო ჯავახიშვილზე დავწერო :)
დავიწყოთ პირველი ტურით:

პირველ ტურში ნინოს გამოსვლა საკმაოდ სკანდალური იყო რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში, აკრიტიკებდნენ ჟიურის წევრებს ნინოს შემდეგ ტურში გადასვლის გამო.... ამ კრიტიკას შეიძლება სმართლიანიც ვუწოდოთ გამომდინარე იქედან რომ ნინოს პირველ გამოსვლაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა გარდა სიშიშვლისა :) საკმაოდ პრიმიტიულად ჩავთვალე პირველი ნომერი, ალბათ იმიტომ რომ ამ მოძრაობებს ნებისმიერი ადამიანი გააკეთებდა.. თუმცა მივესალმებოდი ნინოს შემდეგ ტურში გადაყვანას რადგანაც საჭირო იყო ამ პროექტისთვის რაღაც ახალი რისი ალტერნატივაც სხვაგან არ ყოფილა, ამავდროულად ვიმედოვნებდი რომ ნინო შემდეგ ტურში კარგ ნომერს შემოგვთავაზებდა.
ჩემი იმედები გამართლდა და ნინო ჯავახიშვილმა მართლაც კარგი ნომერი გვაჩვენა ამ ტურში და სამართლიანად გახდა მეოთხე "ლაივ შოუს" ერთ–ერთი ფავორიტი

კარად იყო შერჩეული სიმღერა, ლეგენდარული "ოპერის აჩრდილის" "ნაითვიშისეულ" ვერსიას ვგულისხმობ, გამახარა იმ ფაქტმა რომ ეს სიმღერა ნინოს თავად შეურჩევია ანუ მუსიკალური გემოვნება საკმაოდ კარგი აქვს მას :D მომეწონა მისი ჩაცმულობაც არ იყო ვულგარული რასაც ვერ ვიტყოდი პირველი ტურის ჩაცმულობაზე... მოძრაობებიც იყო საკმაოდ რთული და ნომერში იყო შოუს ელემენტების სიმრავლე რაც ამ პროექტისთვის აუცილებელია და ბევრ მონაწილეს აკლია (ეს ჩემი სუბიექტური აზრია) ნინოს ამ გამოსვლის შემდეგ მგონი უნდა შეწყდეს ჟიურის კრიტიკა იმის შესახებ იმსახურებდა თუ არა ნინო ჯავახიშვილი ნახევარფინალში ყოფნას... ჩემი აზრით იმსახურებდა და იმედი მაქვს ფინალშიც ვიხილავთ მას ერთ–ერთ დამატებით კონკურსანტად ;)

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More

 
Design by Free WordPress Themes | Bloggerized by Lasantha - Premium Blogger Themes | Web Hosting Coupons